ლილონგვე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დედაქალაქი
ლილონგვე
ინგლ. Lilongwe
Lilongwe Area 2.jpg
ქვეყანა მალავის დროშა მალავი
კოორდინატები 13°59′ ს. გ. 33°47′ ა. გ. / 13.983° ს. გ. 33.783° ა. გ. / -13.983; 33.783
დაარსდა 1902
ზღვის დონიდან 1110
მოსახლეობა 902 000 კაცი (2009)
სასაათო სარტყელი UTC+2
ლილონგვე (მალავი)
Red pog.svg

ლილონგვე (ინგლ. Lilongwe) — მალავის დედაქალაქი; გაშენებულია ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით, მდინარე ლილონგვეს ნაპირის დასავლეთით, მოზამბიკის და ზამბიის საზღვართან ახლოს. საავტომობილო გზით უკავშირდება ნავსადგურ სალიმას (ნიასის ტბის სანაპირო). მცხოვრებთა რაოდენობა 902 000 ადამიანი (2009). თამბაქოს მწარმოებელი და გადამამუშავებელი რაიონის ცენტრი.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი მდებარეობს ზღვის დონიდან 1110 მეტრზე, მდინარე ლილონგვეზე, რომელიც მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, როდესაც ჭარბობს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი და თითქმის არ მოდის ნალექები, მეჩხერია. კლიმატი ეკვატორულ-მუსონურია. ყველაზე ცხელი — ნოემბრის თვის საშუალო ტემპერატურაა +25 °C, ხოლო ივლისის — +15 °C. +30 °C-ზე მეტი სიცხე შეიმჩნევა საკმაოდ იშვიათად. ივნის-აგვისტოში იშვიათად დგება სუსხი. ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებლია — 1200 მმ. ქალაქის ტერიტორიაზე ჭარბობს ფოთლოვანი მარადმწვანე ტყეები. ქალაქის 370 აკრი ფართობი უკავია ბუნებრივ ნაკრძალს, სადაც შეიძლება ვნახოთ ბევრი სხვადასხვა სახეობის ტროპიკული ფრინველები და ძუძუმწოვრები, როგორებიცაა: ვეფხვი, ჯიქი და აფთარი, ასევე პარკში გამავალი და ნიანგებით მდიდარი მდინარე ლინგაძი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლილონგვე შედარებით ახალგაზრდა ქალაქია. დააარსეს ინგლისელებმა 1902 წელს. 1975 წელს ქვეყნის დედაქალაქი ზომბიდან ლილონგვეში გადაიტანეს. დღეისათვის ქალაქში გაძლიერებული ტემპებით მიმდინარეობს საცხოვრებელი ბინების მშენებლობა, ასევე ვითარდება განათლების სფერო.

მოსახლეობა, ენა, სარწმუნოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარლამენტის შენობა
ქალაქის ხედი

ლილონგვეში ცხოვრობს დაახლოებით 900 ათასი ადამიანი. უმრავლესობა ეკუთვნის ადგილობრივი წარმოშობის აფრიკელებს: ჩევას, იაოს, ტუმბუკას, ლომვეს, სენას, ტონგას, ნგონდეს, ნგონის ხალხებს. დედაქალაქში ასევე ცხოვრობენ ევროპელები და აზიელები. მაცხოვრებლების თითქმის ნახევარი 15 წელზე ახალგაზრდაა, რაც აიხსნება მოსახლეობის სწრაფი ზრდით და მაღალი შობადობით. ოფიციალურ ენებად ითვლებიან ინგლისური, რომელიც გამოიყენება სახელმწიფო დაწესებულებებში და განათლების სფეროში, და ჩიჩევა. მოსახლეობა სარგებლობს ჩევა და ტუმბუკა ენებით. ქალაქში გავრცელებულია ქრისტიანობა, უფრო მეტად კათოლიციზმი და პრესვიტერიანობა, ნაკლებად ანგლიკანიზმი. დედაქალაქის მოსახლეობის მნიშვნელოვანი რაოდენობა ადგილობრივი აფრიკული სარწმუნოების, ანუ პოლითეიზმის მიმდევარია. მცირე რაოდენობით გავრცელებულია ისლამი.

კულტურული მნიშვნელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედაქალაქის მოზრდილი მოსახლეობის დაახლოებით 44 %, სხვადასხვა შეფასებით დღემდე გაუნათლებელია. კვალიფიცირებული კადრების არასაკმარისობის გამო სამედიცინო მომსახურება იმყოფება საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში. ლილონგვე ძირითადად გაშენებულია საკმაოდ უსახური თანამედროვე სახლებით. ახალი ქალაქის ცენტრს ავსებენ სხვადასხვა ადმინისტრაციული შენობები: სამინისტროები, ოფისები, საელჩოები, ტურისტული სააგენტოები. ეგრედ წოდებულ ძველ ქალაქში მდებარეობს გაცილებით მეტი მხატვრული ადგილები, მაგალითად ბაზარი, რომელშიც შეიძლება ყველაზე მრავალფეროვანი საქონლის ყიდვა: ხელით მოხატული ქსოვილები, ვუდუსებური თილისმები, ხის ნიღბები და მორთულობები.

დამეგობრებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]