ბუჩქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბუჩქები)
როდოდენდრონის ბუჩქები, შერინგემის პარკში

ბუჩქი — ტანდაბალი მრავალწლოვანი მერქნიანი მცენარე. ხეებისაგან განსხვავებით ნიადაგის ზედაპირიდანვე ძლიერად იტოტება და მკვეთრად გამოხატული მთავარი ღერო არ აქვს.

ბუჩქები უმეტესად ფოთლოვანი ჯიშების სახეობები და სახესხვაობებია. ერთი და იმავე სახეობის მცენარე ხშირად შეიძლება ბუჩქიც იყოს და ხეც, მაგ., ხეჭრელი, ცირცელი და სხვა. მრავალ მათგანს საკვები, ტექნიკისა, სამკურნალო და დეკორატიული მნიშვნელობა აქვს. იყენებენ ტყის მინდორსაცავი ზოლებისა და ცოცხალი ღობეესათვის. ტყეში ბუჩქები ქვეტყეს ქმნიან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]