მორონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დედაქალაქი
მორონი
ფრანგ. Moroni
არაბ. موروني‎‎
Moroni, Comoros.jpg
ქვეყანა კომორის კუნძულების კავშირის დროშა კომორის კუნძულები
ავტონომიური რეგიონი ნგაზიჯა
კოორდინატები 11°42′13″ ს. გ. 43°15′13″ ა. გ. / 11.70361° ს. გ. 43.25361° ა. გ. / -11.70361; 43.25361
შიდა დაყოფა კვარტლები
დედაქალაქი 1962  წლიდან
ფართობი 30 კმ²
სიმაღლე 29
მოსახლეობა 54 000 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 1800 კაცი/კმ²
ეროვნული
შემადგენლობა
ანტალოატრა
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი +269

მორონი მდებარეობა კომორის კუნძულების კავშირი

Red pog.svg

მორონი (ფრანგ. Moroni; არაბ.: موروني) — კომორის კუნძულების კავშირის დედაქალაქი და ყველაზე დიდი ქალაქი. გაშენებულია ინდოეთის ოკეანეში მდებარე მოზამბიკის სრუტეში, კუნძულ ნგაზიჯას (გრანდ-კომორი) დასავლეთ სანაპიროზე. შიკომორის ენიდან თარგმანში «მორონი» ნიშნავს «ცეცხლის გულში», სავარაუდოდ, იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქი მდებარეობს მოქმედ ვულკან კართალასთან (2361 მ) სიახლოვეს.[1] მორონი ასევე ნგაზიჯას (გრანდ-კომორი) ავტონომიური რეგიონის, სადაც მდებარეობს ქვეყნის ყველაზე დიდი იგივე დასახელების კუნძული, ადმინისტრაციული ცენტრია. 2011 წლის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობდა 54 000 ადამიანი.

ისტორია[რედაქტირება]

მორონი დააარსეს არაბებმა X საუკუნეში, როგორც სასულთნოს დედაქალაქი, რომლის გავლითაც გადიოდა საზღვაო გზა ზანზიბარის არქიპელაგში (დღეისათვის ტანზანიის ნაწილი). X-XIX საუკუნეებში აქ არსებობდა მორონის სასულთნო. XVI საუკუნემდე ქალაქ განვითარებას განიცდიდა როგორც ნავსადგური. 1886 წლის 25 ივლისიდან 1912 წლამდე იყო ბამბაოს სასულთნოს დედაქალაქი. 1962 წლის 6 ივლისიდან 1975 წლამდე საფრანგეთის ზღვისიქითა ავტონომიური ტერიტორიის — კომორის კუნძულების დედაქალაქი საფრანგეთის კავშირის ფარგლებში, ხოლო 1975 წლის 6 ივლისიდან კომორის კუნძულების კავშირის დედაქალაქია.

გეოგრაფია[რედაქტირება]

ქალაქი მდებარეობს კუნძულ ნგაზიჯას დასავლეთ სანაპიროზე (ადრე ცნობილი იყო გრანდ-კომორის სახელით) მოქმედ ვულკან კართალას ძირში, რომლის სიმაღლეა 2361 მეტრი და რომლის ბოლო ამოფრქვევა მოხდა 2005 და 2006 წლებში. მორონი მდებარეობს ვულკანის კრატერიდან 10 კმ-ში.

კლიმატი[რედაქტირება]

მორონი მდებარეობს ეკვატორული კლიმატური სარტყლის ზონაში წელიწადის განმავლობაში ნალექების დიდი რაოდენობით. ნალექების ყველაზე უფრო მცირე რაოდენობა მოდის ოქტომბერში (100 მმ-ზე ცოტა).

გაბატონებულია ტროპიკული ჰავა. როგორც ეკვატორული კლიმატური სარტყლის ზონაში მდებარე ბევრ სხვა ქალაქს, მორონისთვის დამახასიათებელია შედარებით მუდმივი საშუალო წლიური ტემპერატურა. ცხელ ამინდს ხშირად თან სდევს თავსხმა წვიმები.

ეკონომიკა[რედაქტირება]

მორონის პორტი შედგება პატარა ნავსაყუდელისგან, რომელიც მდებარეობს ბუნებრივ უბეში, რომლის ბუნებრივი დაცვა გემების დასაცავად სუსტია. ამ პორტის საშუალებით ექსპორტზე გადის ვანილი, კაკაო და ყავა. პორტის ტერიტორიაზე იმყოფება საწყობი, სადაც ინახება იმპორტული საქონელი და საექსპორტოდ გამზადებული საქონელი, ასევე ნავთობპროდუქტები. მორონის მრეწველობა სპეციალიზირებულია უალკოჰოლო სასმელების წარმოების, ეთერის ზეთების გასუფთავების და დამუშავების, ლითონის, ხის მასალების, ვულკანური ტუფის დამუშავების (ცემენტის მიღების მიზნით) სფეროში. მორონი ავტოგზებით დაკავშირებულია სანაპირო დასახლებებთან, ჰაჰაიასთან ჩრდილოეთში და მიცუჯესთან სამხრეთში[2].

ტრანსპორტი[რედაქტირება]

მორონიდან 15 კმ-ში, სოფელ ჰაჰაიაში მდებარეობს პრინც საიდის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი. ქალაქში მდებარეობს პორტი, რომელიც ახორციელებს რეგულარულ ტვირთების გადაზიდვებს მატერიკზე (აფრიკა) და კომორის არქიპელაგის სხვა კუნძულებზე, ასევე მადაგასკარზე და ინდოეთის ოკეანის სხვა კუნძულებზე.

ტურიზმი[რედაქტირება]

ტურისტული ინფრასტრუქტურა სუსტადაა განვითარებული. ევროპაში პირდაპირი ფრენები არ ხორციელდება. მორონის კლდოვანი სანაპირო ხაზი აგებულია ვულკანური ჯიშებით, პლაჟები არ არსებობენ (მაგრამ იცანდრას მთის ტერიტორიასთან, რომელიც მდებარეობს მორონიდან ჩრდილოეთით, მდებარეობს პატარა პლაჟი).

ქალაქის მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა ძველი მეჩეთი (ფრანგ. ncienne Mosquée du Vendredi). ქალაქის ისტორიულ ცენტრში დიდი რაოდენობით მდებარეობს ვიწრო ალეები, სადაც სიღარიბის დონე კვლავ იზრდება და მასში განლაგებულია მთელი რიგი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, რომლებიც თავისი ასაკით შეიძლება შევადაროთ ზანზიბარის სტოუნ-ტაუნს.

არქიტექტურა[რედაქტირება]

მიუხედავად იმისა, რომ მორონიში მდებარეობს თანამედროვე სტილით აგებული რამდენიმე ადმინისტრაციული შენობა, მათი დიდი ნაწილი აგებულია არაბული სტილით. მთავარი ღირსშესანიშნავი ობიექტია — დიდი, ღია და კოლორიტული ბაზარი. ქალაქში იმყოფება რამდენიმე მეჩეთი, მათ შორის ჩიუნდა, რომელიც მლოცველების ცენტრია[2].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Lonelyplanet.com. Lonelyplanet.com. წაკითხვის თარიღი: 2010-07-03.
  2. 2.0 2.1 «Moroni.» Encyclopædia Britannica. Encyclopædia Britannica Ultimate Reference Suite. Chicago: Encyclopædia Britannica, 2012.