ალჟირი (ქალაქი)
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ალჟირი الجزائر | |||
![]() ალჟირის ხედი | |||
| |||
ქვეყანა |
![]() | ||
პროვინცია | ალჟირი | ||
კოორდინატები | 36°42′00″ ჩ. გ. 3°13′00″ ა. გ. / 36.70000° ჩ. გ. 3.21667° ა. გ. | ||
დაარსდა | 944 | ||
ფართობი | 273 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 10 მ | ||
ოფიციალური ენა | არაბული ენა | ||
მოსახლეობა | 2 029 936 კაცი (2002) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1 | ||
სატელეფონო კოდი | 021 | ||
საფოსტო ინდექსი | 16000-16132 | ||
| |||
ალჟირი, ელ-ჯაზაირი (არაბ. مدينة الجزائر; Madīnat al-Jazā'ir, ფრანგ. Alger) — ალჟირის დედაქალაქი და უმსხვილესი ქალაქი, მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის ნაპირას. ქალაქის სახელწოდება მომდინარეობს „ელ-ჯაზაირიდან“ რაც არაბულად ნიშნავს კუნძულს. შუა საუკუნეებში ქალაქის მახლობლად მდებარეობდა 4 კუნძული, რომლებიც 1525 წელს გახდნენ მატერიკის ნაწილები. მოსახლეობა — 1,6 მლნ ადამიანი, ხოლო აგლომერაციაში — 2,2 მლნ. გეოგრაფიული კოორდინატები: 36°47′ ჩ. გრძ. 3°4′ ა. გან. (G).
ქალაქის თანამედროვე ნაწილი ზღვის სანაპიროს მიჰყვება, ძველი ნაწილი კი ციცაბო ბორცვზეა შეფენილი, რომლის თავზე, 140 მ ზღვის დონიდან, მდებარეობს ციტადელი. ციტადელი და ორი ნავსაყუდელი ქალაქის სამკუთხედს ქმნის.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ქალაქი დაარსდა X საუკუნეში, პატარა რომაული დასახლების, იკოზიუმის ადგილზე. თავდაპირველად ის არაბების კუთვნილება იყო, შემდეგ თურქებმა დაიკავეს. XVI საუკუნეში ქალაქის დაპყრობას ცდილობდნენ ესპანელები, მაგრამ აქედან ისინი სულ მალე გააძევეს. ამის შემდეგ ქალაქი გახდა ოსმალეთის მეკობრეების ძირითადი ბაზა. 1830 წელს ფრანგებმა მოახდინეს ალჟირის ოკუპაცია და იგი კოლონიის ადმინისტრაციული ცენტრი გახდა.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|