აფარის რეგიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აფარის რეგიონი
ამჰ. አፋር
დროშა
Flag of the Afar Region (1994-2012).svg
გერბი
Escudo Afar.png
ქვეყანა ეთიოპიის დროშა ეთიოპია
სტატუსი რეგიონი
მოიცავს 5 ადმინისტრაციული ზონა
ადმინისტრაციული ცენტრი სემერა
მოსახლეობა (2014)
1 678 000 კაცი (7 ადგილი)
სიმჭიდროვე 23,29 კაცი/კმ²
ფართობი 72 052,78 კმ² (5 ადგილი)
აფარის რეგიონი რუკაზე
დროის სარტყელი UTC+3
კოდი ISO 3166-2 ET-AF

აფარის რეგიონი (ამჰ. አፋር) — ეთიოპიის რეგიონი. მისი ახალი დედაქალაქია სემერა. მოსახლეობა — 1 678 000 ადამიანი[1] (2014 წელი), ფართობი — 72 052,78 კმ²[2]. მისი ძირითადი მოსახლეობაა აფარელები.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფარის ველი — დანაკილის ტექტონიკური ქვაბულია, რომელიც მდებარეობს ეთიოპიის მთიანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით. აფარის ველი დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცხელი ადგილია. აფარის ველის საშუალო მინიმალური ტემპერატურა შეადგენს +25 °C-ს, მაქსიმალური +35 °C-ს. აფარის ველის ქვიანი ბაზალტური დანაკილის უდაბნო წლის დიდი ნაწილის განმავლობაში გამოიყურება თითქმის უსიცოცხლოდ და წელიწადში მხოლოდ სულ რამდენიმე კვირის განმავლობაში ცოცხლდება იალღუნის სიმწვანით და სხვა სიმშრალის მოყვარული მცენარეულობით. ნალექები მოდის დაახლოებით 200 მმ წელიწადში.

აფარის ველი ჩამოყალიბდა 1,5-2 მილიონი წლის წინ (მეოთხეული სისტემის პერიოდის დასაწყისი), როდესაც ეთიოპიის მთიანეთის ამოწევა თითქმის შეწყდა. ჩრდილოეთით ქვაბული ეშვება ზღვის დონეზე დაბლა 116 მეტრზე (ასალეს ტბა) და 153 მეტრით — აღმოსავლეთში. ქვაბულის ნაპირებში ამოწეულია ვულკანები, რომელთაგან ზოგიერთი მათგანი მოქმედია — ისეთები, როგორებიცაა ალუ, გაბული, ამუნა, დაბაჰუ და ადუა.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წლის მონაცემებით რეგიონის მოსახლეობა შეადგენს 1 411 092 ადამიანს. ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 13,4 %-ს (188 723 ადამიანი). მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვეა — 19,58 ად./კმ². ეთნიკური ჯგუფების შემადგენლობა: აფარელები — 90,03 %; ამჰარები — 5,22 %; არგობელები — 1,55 %; ტიგრაი — 1,15 %; ორომოები — 0,61 %. მოსახლეობის 95,3 % მუსულმანია; 3,9 % — ქრისტიანი-მონოფიზიტია; 0,7 % — პროტესტანტია; 0,1 % — კათოლიკე. 1997 წლის აღწერის მონაცემებით რეგიონის მოსახლეობა შეადგენდა 1 106 383 ადამიანს, ხოლო ქალაქის მოსახლეობა სულ 7,76 %-ს.

რეგიონში სჭარბობს შემდეგი ძირითადი ენები: აფარული ენა — 90,8 %, ამჰარული ენა — 6,68 %, ტიგრინიული ენა — 0,74 %, ორომოს ენა — 0,68 %. 2004 წლის მონაცემებით, რეგიონის მოსახლეობის მხოლოდ 48,57 %-ს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს სუფთა სასმელი წყლით: აქედან 78,11 % ქალაქის მაცხოვრებელია; 26,89 % — სოფლის. განათლების დონე შეადგენს 27 %-ს მამაკაცებისთვის და 15,6 %-ს ქალებისათვის. ბავშვთა სიკვდილიანობა შეადგენს 61 ბავშვს 1000 დაბადებულიდან (რაც, ქვეყნის საშუალოზე მაჩვენებელზე დაბალია — 77 ბავშვი 1000 დაბადებულზე). ცხოვრების დონე საკმაოდ დაბალია.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Federal Demographic Republic of Ethiopia Central Statistical Agency – Population Projection of Ethiopia for All Regions At Wereda Level from 2014 – 2017. 2014 Population and Housing Census of Ethiopia. CSA (2014). წაკითხვის თარიღი: 1 October 2014.
  2. 2011 National Statistics