მეტროტრამი
მეტროტრამი (აგრეთვე; პრე-მეტრო, სემი-მეტრო, მიწისქვეშა ტრამვაი) — ქალაქის ლიანდაგიანი ტრანსპორტი, რომელიც მიწისქვეშა ან\და მიწაზე მოსიარულე ტიპისაა. ჩვეულებრივ ტრამვაიზე იშვიათი.
მეტროტრამის გზები ნაწილობრივ გვირაბებში, ან ესტაკადებზე გადის (როგორც წესი, ქალაქის ცენტრში), ნაწილობრივ კი - ქუჩებში.
მეტროტრამი ითავსებს მეტროპოლიტენისა და ტრამვაის უპირატესობებს, ამასთან გათავისუფლებულია მათი ზოგიერთი ნაკლისაგან. მეტროტრამის მიწისქვეშა რაიონების უპირატესობა - აბსოლუტურად განცალკევებულია დანარჩენი ტრანსპორტის მოძრაობის დინებისაგან (ჩვეულებრივ ტრამვაისთან მიმართებაში). მოძრავი შემადგენლობის მცირე თვითღირებულება (მეტროსთან მიმართებაში). ნაკლი - ნაკლები მოცულობა, ვიდრე მეტროს ვაგონებში, გვირაბების მშენებლობისა და ექსპლუატაციის გაცილებით მეტი თვითღირებულება, ტრამვაის ხაზის გამოყოფასთან შედარებით.
ხშირად მიწისქვეშა ტრამვაის აშენებდნენ იმ შემთხვევაში, როდესაც არ გააჩნდათ საკმარისი რესურსი ნამდვილი მეტროს ასაშენებლად. ასეთი სახით იქმნებოდა გვირაბთა ქსელი, რომელთა საფუძველზე, მოგვიანებით შესაძლო იყო სრულყოფილი მეტროს სისტემის შექმნა (გაცილებით მძიმე მრავალვაგონიანი მოძრავი შემადგენლობით).. ასეთი სახით წარმოიშვა ბრიუსელის მეტრო, თუმცა ზოგიერთი მარშრუტი იქ მაინც არ იყო გადაიარაღებული და მათზე დღემდე მოძრაობს ჩვეულებრივი ტრამვაი. ჩვენს დროში მიწისქვეშა ტრამვაის ხაზი არსებობს ანტვერპენში, შარლერუასა და ბრიუსელში; (ბელგია). ჰააგაში (ნიდერლანდები). სან-ფრანცისკოში (აშშ), ვენაში ((ავსტრია) გააჩნია 6 მიწისქვეშა ტრამვაის სადგური, მეტროს ხაზი U-6, აგრეთვე ემსახურება ტრამვაის შემადგენლობა), გერმანიის ზოგიერთ ქალაქსა და სხვა ქვეყნებში. ყოფილ ს.ს.რ.კ.-ს ქვეყნებიდან მეტროტრამი მოქმედებს რუსეთში ქ. ვოლგოგრადში 1984 წ.-დან და უკრაინაში ქ. კრივოი როგში 1986 წ.-დან. ერევანში მეტროტრამის სისტემა გახსნამდე შეიცვალა და გარდაიქმნა მეტროპოლიტენად. თავდაპირველი მეტროტრამის გეგმა ჩელიაბინსკში, პერმში, დონეცკში, ოდესაში, რიგაში აგრეთვე შეიცვალა და გადაკეთდა მეტროპოლიტენად, რომელთა მშენებლობაც მიმდინარეობს (ჩელიაბინსკი, დონეცკი), გადაიდო (პერმი, ოდესა); დაიწყო და გადაიდო (რიგა). სოციალიზმის ეპოქის ბოლოს მეტროტრამი აგრეთვე იგეგმებოდა ტალინში, ლვოვში კი დაიწყო და გადაიდო. მომავლში როსტოვში, სარატოვში, ბარნაულში, ვილნიუსში, ტალინში იგეგმება მეტროტრამი, სხვა ქალაქების მსგავსად - მიახლოვებული სისტემა მარტივი მეტროსი.