ჯუბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დედაქალაქი
ჯუბა
ინგლ. Juba
არაბ. جوبا‎‎
Juba Sudan aerial view.jpg
ქვეყანა სამხრეთ სუდანის დროშა სამხრეთი სუდანი
შტატი ცენტრალური ეკვატორია
კოორდინატები 04°51′ ჩ. გ. 31°36′ ა. გ. / 4.850° ჩ. გ. 31.600° ა. გ. / 4.850; 31.600
ადრეული სახელები გონდოკორო
ზღვის დონიდან 460
მოსახლეობა 230 195 კაცი (2008)
სასაათო სარტყელი UTC+3
ჯუბა (სამხრეთი სუდანი)
Red pog.svg

ჯუბა (ინგლ. Juba, არაბ. جوبا‎‎) — სამხრეთ სუდანის დედაქალაქი. შტატ ცენტრალური ეკვატორიის ადმინისტრაციული ცენტრი. 2008 წლის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 230 195 კაცი[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი დაარსდა XIX საუკუნეში, როგორც ვაჭრობის ცენტრი და ეწოდებოდა გონდოკორო. ბრიტანელების სუდანის სამხრეთი ნაწილის უგანდასთან გაერთიანების სურვილმა კრახი განიცადა, როდესაც 1947 წელს ჯუბაში ხელი მოეწერა შეთანხმებას ჩრდილოეთი და სამხრეთი სუდანის გაერთიანების შესახებ. 1955 წელს ქალაქში ჯარისკაცების ამბოხს სამხრეთიდან მოჰყვა სუდანის პირველი სამოქალაქო ომი, რომელიც მხოლოდ 1972 წელს დამთავრდა.

1977 წელს ქალაქში გაიხსნა უნივერსიტეტი. სუდანის მეორე სამოქალაქო ომის პერიოდში ჯუბა იმყოფებოდა მოვლენათა ეპიცენტრში. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქვეყანაში გაჩნდა იდეა, რომ დედაქალაქი გადაეტანათ და აეშენებინათ სხვა ადგილზე[2]. 2011 წლის 4 სექტემბერს სამხრეთ სუდანის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება დედაქალაქი გადაიტანონ ჯუბიდან ქალაქ რამსელში, დღევანდელი დედაქალაქიდან ჩრდილოეთით 240 კმ-ზე, რადგანაც ცენტრალური ეკვატორიის შტატის ხელისუფლებამ, რომელ ტერიტორიაზეც ჯუბა მდებარეობდა, ცენტრალურ ხელისუფლებას უარი უთხრა შესაბამისი რაოდენობის მიწის გამოყოფაზე ახალი სახელმწიფო შენობების ასაშენებლად. დედაქალაქის გადატანას შეიძლება დასჭირდეს დაახლოებით 6 წელი, რადგანაც რამსელში უნდა აშენდეს ბევრი სამთავრობო ობიექტი[3]..

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წელს ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 230 195 ადამიანს.

მოსახლეობის ზრდის დინამიკა:

წელი მოსახლეობა
1973 (აღწერა) 56 737
1983 (აღწერა) 83 787
1993 (აღწერა) 114 980
2005 (შეფასება) 163 442
2007 (შეფასება) 172 730
2008 (შეფასება) 230 195

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯუბის კლიმატი — ტიპიური სუბეკვატორული სავანური მშრალი სეზონით ნოემბერ-მარტში და ნოტიო სეზონით (აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით). მშრალი სეზონი ხასიათდება ცხელი და მშრალი ამინდით, და დიდი დღე-ღამური ცვალებადობით, ნოტიო სეზონი — უფრო გრილი და ნოტიოა, მაგრამ მცირე დღე-ღამური ცვალებადობით. წლის საშუალო ტემპერატურა მცირედ იცვლება და მთელი წლის განმავლობაში შეადგენს დაახლოებით 25-30 °C-ს. წელიწადში მოდის 1000 მმ ნალექი.

ინფრასტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი პორტია მდინარე თეთრ ნილოსზე და სამხრეთის ბოლო პუნქტია ნილოსის გასწვრივ არსებულ გზებზე. სამოქალაქო ომამდე ჯუბა იყო სატრანსპორტო კვანძი, რომელიც ავტოგზებითაა შეერთებული კენიასთან, უგანდასთან და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან.

დღეისათვის ქალაქში ავტოგზები საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია. მრგვალი, თიხისგან აგებული პატარა სახლები გადახურულია ბალახებისგან გაკეთებული სახურავით, ზოგან დგას მაღაზიის საწყობების ერთსართულიანი აგურის შენობები.

მასმედია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მირაია FM (სარკე) — გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მისიის რადიოსადგური, მაუწყებლობს ჯუბიდან.

სპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯუბაში არსებობს ჯუბის სტადიონი, რომელზეც საშინაო საფეხბურთო თამაშებს ატარებს ქალაქის საფეხბურთო კლუბი «მალაკია» — სუდანის თასის 2009 წლის ნახევარფინალისტი.

ქალაქში ასევე არსებობს კალათბურთის სტადიონი[4].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ჯუბა&oldid=2999051“-დან