სან-ტომე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დედაქალაქი
სან-ტომე
პორტ. São Tomé
Sao tome palace.jpg
დროშა გერბი
Bandeira São Tomé.PNG S.Tomé.PNG

ქვეყანა სან-ტომე და პრინსიპის დროშა სან-ტომე და პრინსიპი
პროვინცია სან-ტომეს პროვინცია
ოლქი აგუა-გრანდე
კოორდინატები 0°20′10″ ჩ. გ. 6°44′53″ ა. გ. / 0.33611° ჩ. გ. 6.74806° ა. გ. / 0.33611; 6.74806
დაარსდა 1485
ფართობი 17 კმ²
ცენტრის სიმაღლე 137
მოსახლეობა 67 000[1] კაცი (2012)
სიმჭიდროვე 3941,18 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+0
სან-ტომე — სან-ტომე და პრინსიპი
სან-ტომე

სან-ტომე (პორტ. São Tomé) — სან-ტომე და პრინსიპის დედაქალაქი და უმსხვილესი ქალაქი. სახელი დაერქვა თომა მოციქულის (São Tomé) პატივსაცემად. სან-ტომე ქვეყნის დედაქალაქია, სან-ტომეს პროვინციის და აგუა-გრანდეს ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია.

ქალაქში მდებარეობს სხვადასხვა სკოლა, ლიცეუმი, პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ორი ბაზარი, სამი რადიოსადგური. ქალაქში მაუწყებლობს არაკომერციული სატელევიზიო სადგური TVSP, მუშაობენ კლინიკები და საავადმყოფოები, არსებობს რამდენიმე ქალაქის მოედანი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დააარსეს პორტუგალიელებმა 1485 წელს. პორტუგალიელები აქ ისეთი მიწების საძებნელად მოვიდნეს, სადაც შაქრის მოყვანა შეიძლებოდა. კუნძული დაუსახლებელი იყო პორტუგალიელების მოსვლამდე, დაახლოებით 1470 წლამდე. რამეთუ სან-ტომე პირდაპირ ეკვატორზე მდებარეობს, აქაური ჰავა მეტად ნოტიო აღმოჩნდა შაქრის მოსაყვანად, რის გამოც ჩამოასახლეს მონები კონგოს სამეფოდან. 1525 წელს პორტუგალიის მეფე ჟუან II-მ ამ დასახლებულ პუნქტს ქალაქის სტატუსი მიანიჭა. XVI საუკუნეში აქ აშენდა კათოლიკური საკათედრო ტაძარი. 1575 წელს ქალაქში აიგო სან-სებასტიანის ფორტი (პორტ. Forte de São Sebastião (São Tomé)), რომელშიც დღეისათვის იმყოფება სან-ტომეს ეროვნული მუზეუმი. 1599 წელს ქალაქი, ისევე როგორც მთლიანად კუნძული, ორი დღით დაიკავეს ჰოლანდიელებმა, ხოლო 1641 წლიდან 1648 წლის ჩათვლით მთელი 7 წლით.[2] შაქრის პლანტაციებში სამუშაოდ აფრიკიდან დიდი რაოდენობით მოჰყავდათ მონები. XVI-XVII საუკუნეებში კუნძული სან-ტომე იყო მონათვაჭრობის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ბაზა აფრიკას, ვესტინდოეთსა და ბრაზილიას შორის. დიდი ხნის განმავლობაში იგი იყო პორტუგალიის კოლონიის — სან-ტომე და პრინსიპის დედაქალაქი. 1975 წელს სან-ტომე და პრინსიპი დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა, ხოლო სან-ტომე — მისი დედაქალაქი.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი მდებარეობს კუნძულ სან-ტომეს ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე, ეკვატორზე, ატლანტის ოკეანის გვინეის ყურეში. ქალაქი მდებარეობს კუნძულ კაბრაშის სიახლოვეს, ქალაქ ტრინდადიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქალაქ გვადალუპედან სამხრეთ-აღმოსავლეთით და ქალაქ სანტანიდან ჩრდილო-დასავლეთით. ის ამ ქალაქებთან დაკავშირებულია ავტოგზით. კვირაში ერთხელ ქალაქიდან კაბო-ვერდეში დადის ბორანი.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქ სან-ტომეს აქვს სავანების ტროპიკული კლიმატური სარტყელი ხანგრძლივი წვიმიანი სეზონით (ოქტომბრიდან მაისის ჩათვლით) და ხანმოკლე მშრალი სეზონით (ივნისი-სექტემბერი). ნალექების რაოდენობა წელიწადში — 1000 მმ-ზე ცოტათი ნაკლები. ქალაქის ტემპერატურა შედარებით მუდმივია.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი 1991 1997 2000 2001 2003 2005 2013
მოსახლეობა,
ად.
42 331[3] 49 541[3] 49 997 49 957[4] 53 300 56 166 69 167[3](სავარაუდო)

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სან-ტომე ქვეყნის უდიდესი ქალაქი და ერთ-ერთი უმთავრესი ნავსადგურია. გააქვთ კაკაო, ყავა, პალმის ზეთი, ქოქოსის კაკალი. ქალაქის სიახლოვეს მდებარეობს საერთაშორისო მნიშვნელობის აეროპორტი, რომელიც ასრულებს რეგულარულ რეისებს ანგოლაში, გაბონში, პორტუგალიაში და მეზობელ კუნძულ პრინსიპიზე.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის ღირსშესანიშნაობებია პრეზიდენტის სასახლე, კათედრალი და კინოთეატრი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]