ჯიბუტი (ქალაქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დედაქალაქი
ჯიბუტი
ფრანგ. Ville de Djibouti
არაბ. جيبوتي‎‎
Djibouti City.jpg
გერბი
გერბი
ქვეყანა ჯიბუტის დროშა ჯიბუტი
კოორდინატები 11°36′ ჩ. გ. 43°10′ ა. გ. / 11.600° ჩ. გ. 43.167° ა. გ. / 11.600; 43.167
დაარსდა 1888
ფართობი 200 კმ²
ზღვის დონიდან 0
მოსახლეობა 475 332 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 2376,66 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+3
ჯიბუტი (ქალაქი) (ჯიბუტი)
Red pog.svg

ჯიბუტი (არაბ. جيبوتي‎‎, სომალი: Jabuuti, ფრანგ. Ville de Djibouti) — ჯიბუტის რესპუბლიკის დედაქალაქი და უმსხვილესი ქალაქი, უდიდესი დასახლება ტაჯურის ყურეზე. გაშენებულია ნახევარკუნძულზე, რომელიც ტაჯურის ყურეს ადენის ყურისგან გამოყოფს. ფართობი — 200 კმ². მოსახლეობა — 475 332 ადამიანი[1][2][3] (2009 წელი). იგი ქვეყნის ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეულია სხვა დანარჩენ 5 რეგიონთან ერთად.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი დაარსდა 1888 წელს. 1892 წლიდან საფრანგეთის კოლონია სომალის ნაპირის ადმინისტრაციული ცენტრია. 1981 წლიდან ქალაქი თავისუფალი ნავსადგურია.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი მდებარეობს ადენის ყურის სანაპიროზე.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯიბუტის კლიმატი საკმაოდ ცხელია, გავს ხართუმის კლიმატს და უდაბნოს ტროპიკულია. მისთვის დამახასიათებელია ტემპერატურის მცირე სეზონური მერყეობა. ზამთარი ზომიერად ცხელია, ნალექების მცირე რაოდენობით. ქალაქში ზაფხული განსაკუთრებით ცხელია — ყველაზე მაღალი ტემპერატურა, რომელიც იქნა ქალაქში დაფიქსირებული, შეადგინა +54 °C. იანვრის საშუალო ტემპერატურაა +25 °C, ივლისის +36 °C. ნალექები საკმაოდ ცოტა მოდის — სულ 160 მმ და ისიც შემოდგომა-ზამთრის პერიოდში.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პორტი მდებარეობს ინდოეთის ოკეანის ტაჯურის ყურის სამხრეთ ნაპირზე. იგი ემსახურება სუეცის არხის გავლით მომავალ ტვირთების ტრანზიტს, ძირითადად ტყავის გატანას, ასევე ეთიოპიიდან ყავის ექსპორტს, ნავთობის და ნავთობპროდუქტების, მზა საწარმოო ნაკეთობების (ასევე ემსახურება ეთიოპიის საგარეო ვაჭრობის ოპერაციების ნახევარზე მეტს) შემოტანას. არის სატრანსპორტო კვანძი. მუშაობს საერთაშორისო აეროპორტი და გემების სარემონტო ვერფი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]