გამბელის რეგიონი
დროშა![]() |
|
ქვეყანა | ![]() |
სტატუსი | რეგიონი |
მოიცავს | 3 ადმინისტრაციული ზონა |
ადმინისტრაციული ცენტრი | გამბელა |
მოსახლეობა (2014) |
396 000 კაცი (10 ადგილი) |
სიმჭიდროვე | 13,30 კაცი/კმ² |
ფართობი | 29 782,82 კმ² (8 ადგილი) |
![]() |
|
დროის სარტყელი | UTC+3 |
კოდი ISO 3166-2 | ET-GA |
გამბელის რეგიონი (ამჰ. ጋምቤላ) — ეთიოპიის რეგიონი. მისი დედაქალაქია გამბელა. ადრე მისი სახელი იყო რეგიონი 12. მოსახლეობა — 396 000 ადამიანი[1] (2014 წელი), ფართობი — 29 782,82 კმ²[2]. მდებარეობს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, სამხრეთი სუდანის საზღვართან. რეგიონს ესაზღვრება ორომიის რეგიონი და სამხრეთის ერების, ეროვნებების და ხალხების რეგიონი.
რეგიონში მდებარეობს გამბელის ეროვნული პარკი, რომელიც 5061 კმ²-ზეა გადაჭიმული და რეგიონის 19,6 %-ს შეადგენს.
სექციების სია
გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გეოგრაფიული პირობები და კლიმატი ედრება მეზობელი სამხრეთ სუდანისას და განსხვავდება დანარჩენი ეთიოპიისგან. თითქმის მთელი ტერიტორია დაფარულია მუსონური ტროპიკული ტყეებით. კლიმატი ნოტიოა, გვალვიანი სეზონების გარეშე.
მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2007 წლის მონაცემებით რეგიონის მოსახლეობა შეადგენს 306 916 ადამიანს, ქალაქის მოსახლეობა შეადგენს — 25,37 %-ს. მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვეა — 10,31 ად./კმ². რეგიონში აღრიცხულია 65 445 ცალკეული მეურნეობა, ასე რომ, საშუალოდ 4,6 ადამიანი მოდის ერთ მეურნეობაზე. ძირითადი ეთნიკური ჯგუფებია: ნუერი — 46,65 %, ანუაკი — 21,17 %, ამჰარები — 8,42 %, კაფიჩო — 5 %, ორომოები — 4,83 %, კამბატა — 1,44 % და სხვა. ძირითადი ენებია: ნუერი — 48,35 %, ანუაკი — 22,02 %, ამჰარული — 11,11 %, ორომოს ენა — 4,85 %, კაფა — 4,65 %, შაკაჩო — 2,48 %, კამბატა — 1,47 % და ტიგრინიული ენა — 1,32 %. რეგიონის მთელი მოსახლეობის 70 % — პროტესტანტია; 16,8 % — მართლმადიდებელი ქრისტიანი; 4,9 % — მუსლიმი; 3,4 % — კათოლიკე; მოსახლეობის დაახლოებით 3,8 % მიეკუთვნება ტრადიციულ აფრიკულ რელიგიებს.
1994 წლის აღწერის მონაცემებით რეგიონის მოსახლეობა შეადგენს 181 862 ადამიანს, ქალაქის მოსახლეობა — 15,08 %. ცხოვრების დონე საკმაოდ დაბალია. განათლების დონე შეადგენს 57,5 %-ს მამაკაცებში და 22,8 %-ს ქალებში. ბავშვთა სიკვდილიანობა შეადგენს 92 ბავშვს 1000 დაბადებულიდან (რაც, ქვეყნის საშუალოზე მაჩვენებელზე მაღალია — 77 ბავშვი 1000 დაბადებულზე).
ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რეგიონი დაყოფილია 3 ადმინისტრაციულ ზონად.
- ადმინისტრაციული ზონა 1 (Administrative Zone 1)
- ადმინისტრაციული ზონა 2 (Administrative Zone 2)
- ადმინისტრაციული ზონა 3 (Administrative Zone 3)
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- "The Current Situation in Gambella"
- Map of Gambela Region at UN-OCHA (PDF ფაილი)
- Map of the Gambela Region at the Disaster Prevention and Preparedness Agency (DPPA) of Ethiopia (PDF ფაილი)
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Federal Demographic Republic of Ethiopia Central Statistical Agency – Population Projection of Ethiopia for All Regions At Wereda Level from 2014 – 2017. 2014 Population and Housing Census of Ethiopia. CSA (2014). წაკითხვის თარიღი: 1 October 2014.
- ↑ 2011 National Statistics
|