ანტანანარივუ

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ანტანანარივუ
Antananarivo
Tananarive
Antananarivo01.jpg
გერბი
გერბი
ქვეყანა მადაგასკარის დროშა მადაგასკარი
კოორდინატები 18°56′ ს. გ. 47°31′ ა. გ. / 18.933° ს. გ. 47.517° ა. გ. / -18.933; 47.517
დაარსდა 1625
ფართობი 88 კმ²
სიმაღლე 1,276
მოსახლეობა 1 613 375[1] კაცი (2005)
სიმჭიდროვე 10,266.5 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+3
ოფიციალური საიტი www.antananarivo.mg/
ანტანანარივუ (მადაგასკარი)
Red pog.svg

ანტანანარივუ (გამოითქმის IPA [æntəˌnænəˈɹiːvoʊ] ან [ɑːntəˌnɑːnəˈɹiːvoʊ]) — მადაგასკარის დედაქალაქი და ანტანანარივუს პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. ის ასევე ცნობილია მისი ფრანგული სახელით „ტანანარივე“, ან კოლოქვიალური შემოკლებით „ტანა“. ქალაქი კუნძულის შუაგულში მდებარეობს მის სიგრძეზე, თუმცა მხოლოდ 90 მილშია აღმოსავლეთ სანაპიროდან. ის მადაგასკარის უდიდესი ქალაქია და ამავე დროს მისი ადმინისტრაციული, საკომუნიკაციო და ეკონომიკური ცენტრია. 2005 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 1 613 375 ადამიანს შეადგენდა.

ქალაქი მდებარეობს ტამატავედან, კუნძულის მთავარი საზღვაო პორტიდან,135 მილში, რომელთანაც ის რკინიგზით არის დაკავშირებული. მთავარი წარმოებებია - საკვები პროდუქცია, თამბაქოს ნაწარმი და ტექსტილი.

ქალაქი დაფუძნდა დაახლოებით 1625 წელს. დიდი ხნის განმავლობაში ის მხოლოდ ჰოვას მეთაურთა დასახლებას წარმოადგენდა, თუმცა ანტანანარივუმ მნიშვნელობა შეიძინა ამ მეთაურთა მიერ მადაგასკარის უდიდეს ნაწილზე ჰეგემონიის დამყარების შემდეგ და ამ დოისთვის მისმა მოსახლეობამ 80.000 შეადგინა. 1797 წელს ის მერინას მეფეთა სატახტო ქალაქი გახდა. მეფე რადამა I-მა კი ის თითქმის მთელი მადაგასკარის დედაქალაქად აქცია. 1869 წლამდე ყველა შენობა ქალაქის ტერიტორიაზე ხისა და ლერწმისგან იყო, თუმცა მაშინაც კი აქ რამდენიმე საკმაოდ დიდი ზომის (40 მ-მდე სიმაღლის) ხის სასახლე არსებობდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  1. 2005 population estimates for cities in Madagascar.