გიტეგა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალაქი
გიტეგა
Gitega
Gitega.JPG
ქვეყანა ბურუნდის დროშა ბურუნდი
პროვინცია გიტეგის პროვინცია
კოორდინატები 03°25′40″ ს. გ. 29°55′30″ ა. გ. / 3.42778° ს. გ. 29.92500° ა. გ. / -3.42778; 29.92500
ადრეული სახელები კიტეგა
ცენტრის სიმაღლე 1658
მოსახლეობა 22 989 კაცი (2012)
სასაათო სარტყელი UTC+2
სატელეფონო კოდი 230[1]
გიტეგა — ბურუნდი
გიტეგა

გიტეგა (ფრანგ. Gitega; ადრე კიტეგა) — ბურუნდის დედაქალაქი (2019 წლიდან), ამავე დასახელების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ზღვის დონიდან 1658 მეტრზე.[2] 22 989 მცხოვრები (2012); მოსახლეობის მიხედვით სიდიდით მეოთხე ქალაქია. განლაგებულია მდინარე რუვუბუს (მდინარე კაგერის შემდგენელი, ნილოსის აუზი) ზემო წელზე. საავტომობილო კვანძი (ბუჟუმბურა — გიტეგა, გიტეგა — ბუტარე, გიტეგა — მაკამბა). ქალაქში არის უმაღლესი სასოფლო-სამეურნეო სკოლა (1983), კერამიკის ხელოვნების სკოლა, ბურუნდის ეროვნული მუზეუმი (1955).[3] 2014 წელს დაარსდა გიტეგის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი.[4] განვითარებულია კვების მრეწველობა (ყავის გაწმენდა და გადამუშავება, ლუდის ხარშვა, უალკოჰოლო სასმელების წარმოება). ქალაქთან ახლოს მდებარეობს ნიკელის მსხვილი საბადო.

2019 წლის 16 იანვარს, ბურუნდის პარლამენტის ორივე პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყნის დედაქალაქი ბუჟუმბურადან გიტეგაში გადავიდა.[5]

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსახლეობა წლების მიხედვით:[6]

1990 2006 2012
20 700 23 200 22 989

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Burundi City Codes.
  2. Gitega, Burundi Page. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2013-01-24. ციტირების თარიღი: 2012-11-27.
  3. Museums in Burundi. Africa.com. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2015-01-03. ციტირების თარიღი: 2014-03-17.
  4. Burundi: Début des cours à l’Université Polytechnique de Gitega en février (9 января 2014).
  5. Burundi to change its capital city. BBC.
  6. Gitega. World Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2013-01-24. ციტირების თარიღი: 2011-11-27.