ახმეტა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ქალაქი
ახმეტა
|
ახმეტა — ქალაქი საქართველოში, ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე ალაზნის მარჯვენა მხარეზე, ზღვის დონიდან 567 მ სიმაღლეზე. გაშენებულია პანკისის ხეობის შესასვლელთან. ქალაქად გამოცხადდა 1966 წელს. მოსახლეობა 8,6 ათასი (2002 წ.). ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. ახმეტის ჩრდილოეთით მდებარეობს VI საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა „ღვთაება“, რომელიც წყაროებში იხსენიება, როგორც ერთ-ერთი ასურელი მამის, ანტონ მარტყოფელის დროებითი ადგილსამყოფელი.
[რედაქტირება] გალერეა
-
ახმეტის მდებარეობა ახმეტის მუნიციპალიტეტის რუკაზე
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება] სქოლიო
|
||||||||||
|
||||||||