იმერეთის მხარე
| იმერეთის მხარე | |
| ადმინისტრაციული ცენტრი | ქუთაისი |
| სახელმწიფო რწმუნებული | ლაშა მაქაცარია |
|---|---|
| რეგიონის კოდი | GE-IM |
| რაიონი | 8 + 4 ქალაქი |
| ფართობი | 6,552 კმ² |
| მოსახლეობის რაოდენობა | 699,890 (2008) |
იმერეთის მხარე, მხარე დასავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინცია იმერეთის ტერიტორიას. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-IM. იმერეთის მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულები:
სექციების სია |
[რედაქტირება] ადმინისტრაციული დაყოფა
იმერეთის მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები:
[რედაქტირება] ზოგადი ცნობები
მხარის ფართობი შეადგენს 6552 კვ.კმ–ს, მოსახლეობა 700 ათასს, მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ–ზე – 108 კაცს. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ქუთაისი. მხარეში 542 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:
- ქალაქი - 10: ქუთაისი, ვანი, ტყიბული, წყალტუბო, ჭიათურა, ბაღდათი, ზესტაფონი, თერჯოლა, სამტრედია, საჩხერე, ხონი;
- დაბა – 3: შორაპანი, კულაში, ხარაგაული;
- სოფელი - 529.
[რედაქტირება] ადგილობრივი მმართველობა
მხარის ადმინისტრაციული ერთეულებია: ქალაქის მერია - 4 (ქუთაისი,წყალტუბო, ჭიათურა, ტყიბული), რაიონის გამგეობა - 8, სადაბო საკრებულო - 2, სოფლის საკრებულო - 161. მხარეში სახელმწიფო მმართველობას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული სახელმწიფო რწმუნებული. ამ თანამდებობაზე, რომელიც შემოღებულ იქნა 1995 წლის იანვარში, დღემდე მუშაობდნენ:
- 1995 - თემურ შაშიაშვილი;
- 2003 - დავით მუმლაძე;
- 2004 - გიორგი გეწაძე;
- 2005 - აკაკი ბობოხიძე;
- 2009 - ლაშა მაქაცარია.
[რედაქტირება] ეკონომიკა
იმერეთის მხარე მნიშვნელოვანწილად გამოირჩევა საქართველოს ტეროტორიაზე არსებული წიაღისეული სიმდიდრეების მრავალფეროვნებით. ამჟამად იმერეთში 100-ზე მეტი მინერალურ-სანედლეულო რესურსების საბადოა აღრიცხული, რომელთაგან ნახევარზე მეტი საექსპორტოა. ძირითადი წიაღისეული სიმდიდრეა ჭიათურის მანგანუმი, რომლის ბალანსური და ბალანსგარეშე მარაგი 215 მილიონ ტონას შეადგენს მადნის ყველა ტიპის (ჟანგეული, კარბინატული, დაჟანგული, შერეული, ქვიშაქვები) მიხედვით. ჭიათურა მანგანუმის მოპოვებისა და გადამუშავების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრია ამიერკავკასიაში. ჭიათურა მანგანუმის კონცენტრატით ამარაგებს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას. მანგანუმის ჯერ კიდევ დაუმუშავებელი მარაგის არსებობა სავარაუდოა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ჩხარი-აჯამეთის, ქუთაისისა და თერჯოლის ტერიტორიებზე.
მხარის მნიშვნელოვანი წიაღისეული რესურსია ტყიბულისა და გელათის ქვანახშირის, საშენ მასალათა, თიხის მარაგი. ქუთაისის მიდამოები მდიდარია ბეტონოტური თიხებით, მარმარილოს, ეკლარის კირქვის, კურსების ტეშენიტის, ბაზალეთის საბადოებით. იმერეთის მხარის საწარმოები ქვეყნის მთლიანი პროდუქციის 25-30%–ს აწარმოებენ. მათი უმრავლესობა განლაგებულია მთავარი საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალის გასწვრივ მდებარე ქალაქებში: ქუთაისი, ზესტაფონი, სამტრედია.[1]
[რედაქტირება] ღირშესანიშნაობები
მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია:
- ბაგრატის ტაძარი
- გელათის მონასტერი
- ვანის ნაქალაქარი
- სათაფლიის მღვიმე
- კაცხის სვეტი
- მღვიმევის მონასტერი
- მოწამეთას მონასტერი
[რედაქტირება] ისტორია
მხარის ადრინდელი ისტორია იხილეთ სტატიებში:
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ წიგნი "ჩემი იმერეთი"
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
|
|||||||||||||||||
|
|||||

