გურჯაანი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სიტყვას "გურჯაანი" აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ გურჯაანი (მრავალმნიშვნელოვანი).
ქალაქი
გურჯაანი


ქვეყანა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
რაიონი გურჯაანის რაიონი
კოორდ. 41°45′ ჩ. 45°48′ ა. (G)
ქალაქი 1934 წლიდან
მოსახლეობა 10 ათასი ადამიანი (2002)
გურჯაანი (საქართველო)
გურჯაანი

გურჯაანი, ქალაქი საქართველოში, გურჯაანის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია. მდებარეობს ალაზნის ველზე, ბაკურციხე-თელავის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 415 მ სიმაღლეზე, თბილისიდან 122 კმ. ქალაქად გამოცხადდა 1934 წელს. მოსახლეობა 10 ათასი (2002 წლის მონაცემებით).

გურჯაანი სარკინიგზო კვანძია (აქ თბილის-თელავის რკინიგზის ხაზს გამოეყოფა წნორის მიმართულებით მიმავალი განშტოება), აქ არის ღვინის, საკონსერვო, კვების მრეწველობის საწარმოები, თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ნ. ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი. გურჯაანის სიახლოვეს არის სამკურნალო ტალახების კურორტი ახტალა, გურჯაანის ყველაწმინდის სამნავიანი ბაზილიკა (VIII-IX სს.). გურჯაანში არის საგარეჯოსა და გურჯაანის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.

პირადი ხელსაწყოები
სხვა ენებზე