სურამი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დაბა
სურამი
სურამის ხედი
სურამის ხედი
ქვეყანა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ხაშურის მუნიციპალიტეტი
კოორდ. 42°01′00″ ჩ. გ. 43°33′00″ ა. გ. / 
პირველი ხსენება I საუკუნე
მოსახლეობა 9.773 კაცი (2002)
დროის სარტყელი UTC+4
ტელ. კოდი +995 368[1]
საფოსტო ინდექსი 5700[2]

GEO-SKL-KS.svg

Red pog.svg

სურამი მდებარეობა ხაშურის მუნიციპალიტეტი

Red pog.png

სურამიდაბა, სამთო-კლიმატური კურორტი ხაშურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ლიხის ქედის სამხრეთ კალთებზე. სარკინიგზო შტოხაზით შეერთებულია ხაშურთან. დაბის სტატუსი მიენიჭა 1926 წელს. მოსახლეობა 9,8 ათასი (2002).

სექციების სია

[რედაქტირება] ისტორია

სურამში დასახლების კვალი ჩვენს წელთაღრიცხვამდე საკმაოდ დიდი ხნით ადრე არის ნავარაუდევი. ამ ადგილებში ადამიანს ადრინდელი ბრინჯაოს ხანიდან უცხოვრია, რაზედაც მეტყველებს ის არქეოლოგიური მასალა, რომელიც აქ არის მიკვლეული. სურამი ანტიკური ხანის ქართლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქალაქს წარმოადგენდა. შორეულ წარსულში სურამზე გადიოდა აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ მიმავალი მნიშვნელოვანი სავაჭრო-საქარავნო გზა ინდოეთიდან ფაზისამდე, რომლის შესახებ ცნობები ჯერ კიდევ ძვ. წ. IV-III საუკუნის ბერძენი ისტორიკოსებისა და გეოგრაფების არისტოტელეს, პატროკლესა და ერატოსთენეს შრომებში გვხვდება. სურამის ქალაქად ჩამოყალიბება იწყება ძვ. წ. IV-III საუკუნის მიჯნაზე, ხოლო III საუკუნის ბოლოსათვის მას უკვე მკვეთრად გამოხატული ქალაქური სახე ჰქონდა. სტრატეგიულმა მდებარეობამ, საერთაშორისო და საშინაო სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებში აქტიურმა ჩართვამ განაპირობა აქ ქალაქის წარმოშობა. აქედან გამომდინარე, შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ სურამში ციხე-სიმაგრე სწორედ მისი ქალაქად გადაქცევისთანავე აიგო, რადგან ეს აუცილებლობით იქნებოდა გამოწვეული. უნდა აღინიშნოს, რომ სურამი ფეოდალური ხანის ბოლომდე ქალაქი იყო და გასულ საუკუნეებში ისე მოშლილა ყველაფერი, რომ ახლა ნაქალაქარი აღარ ჩანს.

ქალაქი სურამი XII საუკუნიდან მოიხსენება ზოგიერთ ისტორიულ წყაროებში. სურამში დიდ ფეოდალთა საგვარეულო სურამელები XII–XIII საუკუნეში ცხოვრობდნენ. სახელწოდება წარმოდგება მათი საგვარეულო მამულიდან – სურამი. ამ საგვარეულოს თავადები XII საუკუნის 70-იან წლების ბოლოდან იყვნენ ერისთავერისთავები და ქართლის ერისთავები, ხოლო XIII საუკუნის 40-იან წლებიდან მე-XIV საუკუნის პირველ ნახევრამდე ქართლის ერისთაობასთან ერთად – საქართველოს მეფის მანდარტუხუცესებიც. XII საუკუნეში სურამელთა გვარის ყველაზე ადრინდელი წარმომადგენელი იყო დიდგვაროვანი ფეოდალი ბექა. დიდგვაროვან ფეოდალებს მიეკუთვნებოდნენ ქართლის ერისთავი რატი, ბეგა I, ბეგა II, გრიგოლ სურამელი, რატი I, რატი II, სულა - რატი სურამელის ძე, ჰამადა – ბეგა II სურამელის ძე.

სურამის წარმოშობაზე ხალხური თქმულებაც არსებობს: სურამში ცხოვრობდა ორი ახალგაზრდა, ქალ-ვაჟი, ქალს – სუ რქმევია, ვაჟს – რამი. მათ ერთმანეთი ძალიან ყვარებიათ, რადგან მშობლები ერთად ყოფნას უშლიდნენ, მაინც გადაწყვიტეს ჩუმად დაქორწინებულიყვნენ და იმ უბანს, სადაც ისინი დასახლებულან, მათი ერთობლივი სახელი – სურამი დარქმევია, ხოლო მოგვიანებით ამ სახელით მთელ დაბას მოიხსენიებდნენ.

ვახუშტის თქმით, „არს ქალაქი სურამი და ამასა შინა მკვიდრობენ მართმადიდებელი ქართველნი, სომეხნი, ურიანი 200 კომლი“. ამავე ცნობას იმეორებს ალ. ცაგარელის მიერ აღმოჩენილი, მოსკოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივის ხელნაწერი.[3]

[რედაქტირება] კულტურა

სურამში არის კულტურისა (ლესია უკრაინკას მუზეუმი) და განათლების დაწესებულებები. დაბაში მდებარეობს სურამის ციხე და რამდენიმე ეკლესია: სურამის წმინდა გიორგის ეკლესია, სურამის ამაღლების ეკლესია, სურამის კვირაცხოვლის ტაძარი, იტრიის მონასტერი, ჩუმათელეთის წმინდა გიორგის ეკლესია, სურამის ღვთაების ეკლესია, სურამის ღვთისმშობლის ეკლესია, სურამის წმინდა მარინეს ეკლესია, სურამის წმინდა ბარბარეს ეკლესია და ებრაული სალოცავი სურამის სინაგოგა . სურამში 1996 წლიდან არის რუის-ურბნისის საეპისკოპოსო რეზიდენცია.

[რედაქტირება] ტოპონიმები

  • ბაიანთხევი — უბანი სურამის სამხრეთ-დასავლეთით.
  • ბუღაურა — უბანი სურამის დასავლეთ ნაწილში (ყოფილი სოფელი).
  • გვერდისუბანი — უბანი სურამის აღმოსავლეთით (ყოფილი სოფელი).
  • დათვის წყარო — წყარო სურამის ერთ-ერთ უბანში.
  • ზინდისი — უბანი დაბა სურამში
  • იტრია — უბანი სურამის დასავლეთ ნაწილში (ყოფილი სოფელი).
  • მაცხონაშვილების წყარო — წყარო სურამში
  • რკინის წყალი — ბუნებრივი წყარო დაბის ცენტრში.
  • ჩუმათელეთი — უბანი სურამის დასავლეთ ნაწილში (ყოფილი სოფელი).
  • ჯაფინაური — უბანი დაბა სურამში

[რედაქტირება] გალერეა

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. IX, თბ., 1985 წ., გვ. 610

[რედაქტირება] სქოლიო


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე