მცხეთა-მთიანეთის მხარე

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მცხეთა-მთიანეთის მხარე
MtskhetaMtianetiLocationinGeorgia.svg
ადმინისტრაციული ცენტრი მცხეთა
სახელმწიფო რწმუნებული ცეზარ ჩოჩელი
რეგიონის კოდი GE-MM
რაიონი 5
ფართობი 6.785 კმ²
მოსახლეობის რაოდენობა 125.443 (2002)

მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების შიდა ქართლის, ერწო-თიანეთის, ფშავის, ხევსურეთის, მთიულეთის, გუდამაყრის, ქსნისხევის ტერიტორიებს. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-MM. მცხეთა-მთიანეთის მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები:

სექციების სია

[რედაქტირება] ადმინისტრაციული დაყოფა

რუკა მუნიციპალიტეტები
MM-ka.svg
ახალგორის მუნიციპალიტეტი
დუშეთის მუნიციპალიტეტი
თიანეთის მუნიციპალიტეტი
მცხეთის მუნიციპალიტეტი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი

[რედაქტირება] ზოგადი ცნობები

მხარის ფართობი შეადგენს 6785 კვ.კმ-ს, მოსახლეობა – 125 ათასს, მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ-ზე – 18 კაცს. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი მცხეთა. მხარეში 285 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:

[რედაქტირება] ადგილობრივი მმართველობა

მხარის ადმინისტრაციული ერთეულებია: რაიონის გამგეობა – 5, სადაბო საკრებულოები – 4, სოფლის საკრებულოები – 54. საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება ახალგორის რაიონის 2 საკრებულოზე. მხარეში სახელმწიფო მმართველობას ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი. ამ თანამდებობაზე, რომელიც შემოღებულ იქნა 1995 წლის მარტში, დღემდე მუშაობდნენ:

  • 19951997 - შალვა ოგბაიძე (პირველი გუბერნატორი);
  • 1997–1998 – თემურ გიორგაძე;
  • 1998–2001 – კობა ბუჩუკური;
  • 20022004 – არმაზ შამანაური;
  • 2004 – დავით ბაშალეიშვილი
  • 2004–2005 – გიორგი ხაჩიძე;
  • 2005–2008 – ვასილ მაღლაფერიძე.
  • 2008–დღემდე – ცეზარ ჩოჩელი.

[რედაქტირება] ეკონომიკა

მცხეთა-მთიანეთი ძირითადად სასოფლო-სამეურნეო მხარეს წარმოადგენს, სადაც გამოიყოფა მეცხოველეობის (ახალგორი, თიანეთი, დუშეთი, ყაზბეგი) და მებოსტნეობა-მებაღეობის რაიონები (მცხეთა, ნაწილობრივ დუშეთი). საქართველოს სამხედრო გზა ამ რეგიონზე გადის, რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი ერთადერთი მაგისტრალია ამჟამად. სამრეწველო ობიექტები თავმოყრილია მცხეთასა და დუშეთში. მხარეში მდებარეობს ქვეყნის მთავარი სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური.

[რედაქტირება] ღირშესანიშნაობები

მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია:

[რედაქტირება] ისტორია

მხარის ადრინდელი ისტორია იხილეთ სტატიებში:

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე