აბასთუმანი (დაბა)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „აბასთუმანი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ აბასთუმანი.
დაბა
აბასთუმანი
აბასთუმანი ზაფხულში
აბასთუმანი ზაფხულში
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ადიგენის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°45′22″ ჩ. გ. 42°49′41″ ა. გ. / 41.7562611° ჩ. გ. 42.8282000° ა. გ. / 41.7562611; 42.8282000
დაარსდა IX-X საუკუნეები
ადრეული სახელები ოძრხე
დაბა  1926  წლიდან
ფართობი 19.54 კმ²
სიმაღლე 1340
მოსახლეობა 2050 კაცი
სატელეფონო კოდი +995 366[1]
საფოსტო ინდექსი 0300[2]

Adigeni.png

Red pog.svg

აბასთუმანი (დაბა) მდებარეობა სამცხე-ჯავახეთის მხარე

Red pog.png

აბასთუმანი (დაბა) მდებარეობა ადიგენის მუნიციპალიტეტი

Red pog.png

აბასთუმანიდაბა სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ოცხის ხეობაში, ადიგენიდან 25 კმ-ზე, ახალციხიდან 28 კმ-ზე. აბასთუმანში არის ტუბსანატორიუმები, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია, კულტურის, განათლებისა და ჯანდაცვის ობიექტები.

ისტორია[რედაქტირება]

IX-X საუკუნეებში მას “ოძრხედ” მოიხსენიებენ. გვიანდელ შუა საუკუნეებში დამკვიდრდა “ოცხე”, XIX საუკუნიდან — “აბასთუმანი”. დღევანდელი სახელი შეიძლება მომდინარეობდეს აბაზასძეთა საგვარეულო სახელისაგან. აბასთუმანი სამთო-კლიმატური კურორტია (ზღვის დონიდან 1340 მ). XIX ს-ის 70-იან წლებში საფუძველი ჩაეყარა კურორტის მშენებლობას. დაბის სტატუსი მიენიჭა 1926 წელს.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება]

კურორტი აბასთუმანი ზამთარში
  • აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია
  • XIX საუკუნის აბასთუმნის პარკი
  • ეკლესია “ახალი ზარზმა” (1899-1902).
  • "თამარის ციხე" (IX‐XI სს.)
  • ,,მელნისის ციხე” (განვით. შუა საუკუნეები)
  • "თამარის ხიდი" მდინარე ოცხეზე (IX‐XI სს.)
  • სამონასტრო კომპლექსი (განვით. შუა საუკუნეები)
  • ,,მახვილოს ციხე” (განვით. შუა საუკუნეები)
  • ეკლესია (XIX საუკუნე)

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება]

  • კურორტ აბასთუმანში მდებარე წმინდა პანტელეიმონ მკურნალის დედათა მონასტერს 2008 წლის 12 მარტს ხანძარი გაუჩნდა. მონასტერი განთავსებული იყო რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ძმის, უფლისწულ გიორგის მიერ აგებულ XIX საუკუნის ხის სასახლეში. გიორგი თავად ცხოვრობდა ამ სასახლეში რამდენიმე წლის განმავლობაში და აქვე გარდაიცვალა 1899 წლის 28 ივნისს. ცეცხლი შენობის სახურავს და მონასტრის მიმდებარე ტერიტორიას უცებ მოედო. ხანძარი იმდენად დიდი იყო და ისე სწრაფად გავრცელდა, რომ საშიშროება შეექმნა დასახლებულ პუნქტს. ადიგენისა და ახალციხის სახანძრო სამსახურმა მოახერხა ხანძრის ლოკალიზება; მათთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობა ცდილობდა, საკუთარი ძალებითაც დახმარებოდა მეხანძრეებს. ხანძრის შედეგად მონასტრის უმეტესი ნაწილი სრულიად დაიწვა. ხანძრის გაჩენის მიზეზი, როგორც ვარაუდობენ, ძველი ბუხრის დაზიანებული ყელი უნდა ყოფილიყო.[3]
  • 2009 წლის ივნისში, აბასთუმანში მდებარე წმინდა გიორგის ეკლესიაში სარესტავრაციო სამუშაოების დროს შუასაუკუნეების უნიკალური ფრესკა აღმოჩნდა, რომელიც XIV საუკუნით თარიღდება. სპეციალისტებმა, ტაძრის დასავლეთ ნაწილის აღდგენისას აღმოაჩინეს კედლის მხატვრობა, რომელზედაც გამოსახულია მაცხოვრის ნათლობის სცენა, ღვთისმშობელი, მეუდაბნოე მამები და საშინელი სამსჯავრო. ტაძრის აღდგენის სარესტავრაციო სამუშაოები 2008 წელს დაიწყო.[4]

სქოლიო[რედაქტირება]