ქობულეთი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ქობულეთი (მრავალმნიშვნელოვანი).
ქალაქი
ქობულეთი
ქობულეთის სანაპირო
ქობულეთის სანაპირო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აჭარის არ
კოორდინატები 41°49′12″ ჩ. გ. 41°46′31″ ა. გ. / 41.82000° ჩ. გ. 41.77528° ა. გ. / 41.82000; 41.77528
ქალაქი 1944  წლიდან
მოსახლეობა 18.302 კაცი (2009)
ეროვნული
შემადგენლობა
ქართველები
დროის სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 426[1]
საფოსტო ინდექსი 6400[2]

ქობულეთი მდებარეობა საქართველო

Red pog.svg

ქობულეთი მდებარეობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა

Red pog.png

ქობულეთი — ქალაქი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ქობულეთის დაბლობზე, შავი ზღვის სანაპიროზე, ზღვის დონიდან 5 მ.

ისტორია[რედაქტირება]

ქობულეთი XVII-XIX საუკუნეებში წარმოადგენდა თავდგირიძეების რეზიდენციას[საჭიროებს წყაროს მითითებას] და შედიოდა ხან გურიის სამთავროს, ხან ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში. ოსმალების ბატონობის დროს ქალაქს ეწოდა თურქული სახელი Çürüksu. XIX საუკუნის ბოლოს რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ, ქობულეთი, ისევე როგორც მთელი აჭარა რუსეთის იმპერიამ დაისაკუთრა. ქობულეთმა ქალაქის სტატუსი მიიღო 1944 წელს.

დონ ქრისტოფორო დე კასტელი წერს:

ვიკიციტატა
„ქობულეთი. ამ ზღვისპირა ქალაქში ყოველწლიურად საჯარო ვაჭრობა იმართება ყველა ჯურისა და ასაკის ბავშვთა, კაცთა და ქალთა გასაყიდად. აქედან გადიან კონსტანტინეპოლისაკენ ქრისტიანების მიერ თურქებზე გაყიდული ბავშვებით დატვირთული სავსე გემები, მათი ბავშვების სულები ხომ სამუდამოდ დაკარგულია!

აქ შვილი მამას და დედას ყიდის, რაც ფაქტია: მამები და დედები თავიანთ შვილებს ყიდიან, რადგან ფულს უფრო აფასებენ, ვიდრე საკუთარ სისხლს.

ბავშვების ბაზარი ქობულეთის მოედანზე, გურიის პროვინციაში: მატუტა ჩესნერია დედას ყიდის. ჩვენებმა მას კითხეს: ასეთ დიდ ცოდვას რატომ სჩადიხარო? მან გვიპასუხა: ეს ცოდვა კი არ არის, პირიქით, დიდი შემბრალებლობააო. პირველყოვლისა, რადგან დედაჩემი მიდის თურქების ქვეყანაში, ამით თავის მდგომარეობას იუმჯობესებს. აქ რომ ყოფილიყო, თავისი ლაპარაკით ამიმხედრებდა საქონელს, ოჯახსა და შვილებს, ახლა კი ჩემი ცოლი დამშვიდდება და დაწყნარდებაო.“

[3]

ტურიზმი[რედაქტირება]

ქობულეთის სანაპირო

ქობულეთი კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. ქალაქის კლიმატი რბილი სუბტროპიკულია. ქობულეთი საბჭოთა კავშირში რეგიონალური მნიშვნელობის კურორტად ითვლებოდა. ფუნქციონირებდა სანატორიუმები და პანსიონატები, რომელთა უმრავლესობა თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნოდა. უკანასკნელ ათწლეულში განსაკუთრებით გაიზარდა ქობულეთის პოპულარობა რადგანაც ის გახდა აფხაზეთის საკურორტო ზონის ალტერნატივა. ზაფხულობით ქობულეთს ყოველწლიურად 100 000-მდე ტურისტი სტუმრობს.

ინფრასტრუქტურა[რედაქტირება]

ქობულეთის რკინიგზის სადგური

ქობულეთში გადის საერთაშორისო მნიშვნელობის გზა ბათუმი-ფოთი (ს-2). ქალაქში არის რკინიგზის სადგური სამტრედია-მახინჯაურის ხაზზე.

ქალაქში არის ჩაის, საკონსერვო და სხვა მცირე საწარმოები; ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის რეზიდენცია; 11 მართლმადიდებლური ეკლესია, 2 მეჩეთი, 4 პარკი და 15 სასტუმრო.

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება]

პიროვნებები[რედაქტირება]

ქალაქში დაიბადნენ:

2007 წლიდან დაწესდა "საპატიო ქობულეთელის" წოდების მინიჭება. წოდებას მიენიჭება ანიჭებს იმ პიროვნებებს, რომლებთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ქვეყნის (კუთხის) სხვადასხვა სფეროების (მეცნიერება, ხელოვნება, კულტურა და ა. შ.) მხრივ განვითარებაში. 2007 წელს აღნიშნული ტიტული მიენიჭა ნინო ჯავახიშვილს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“
  2. საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
  3. დონ ქრისტოფორო დე კასტელი. ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ. თბილისი, 1977 წ. გვ.147