საგარეჯო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
საგარეჯო
GEO-KK-SJ.svg
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°44′ ჩ. გ. 45°20′ ა. გ. / 41.733° ჩ. გ. 45.333° ა. გ. / 41.733; 45.333
ქალაქი 1962  წლიდან
მოსახლეობა 12,6 ათასი კაცი (2002)
სატელეფონო კოდი +995 351[1]
საფოსტო ინდექსი 3800[2]
ოფიციალური საიტი http://www.sagarejo.org.ge

GEO-KK-SJ.svg

Red pog.svg

საგარეჯო მდებარეობა კახეთის მხარე

Red pog.png

საგარეჯო — ქალაქი საქართველოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქის სტატუსი მიიღო 1962 წელს. მოსახლეობა 12,6 ათასი (2002 წ.). საგარეჯო მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთის მთისწინეთში, მდინარე თვალთხევის (ივრის მარცხენა შენაკადი) ნაპირას, თბილის-გურჯაანის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 700 , თბილისიდან 58 კმ (რკინიგზით), რკინიგზის სადგურიდან 2 კმ.

ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. საგარეჯოში არის საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიის რეზიდენცია.

სქოლიო[რედაქტირება]