აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
| აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა |
|
|---|---|
| ზოგადი ცნობები | |
| რეგიონის კოდი: | GE-AB |
| ფართობი: | 8.700 კმ² |
| მოსახლეობა: | 180-200 ათასი |
| ადმ. ერთეულები: | 2 ქალაქი, 5 მუნიციპალიტეტი |
| მთავარი ქალაქი: | სოხუმი |
| უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე: |
თემურ მჟავია |
| მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე: |
გიორგი ბარამია |
| ფოტოგალერეა | |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა (აფხ. Аҧснытәи Автономтәи Республика), ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს შემადგენლობაში, შავი ზღვის სანაპიროზე. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-AB. იგი მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების აფხაზეთის და სამეგრელოს (ნაწილობრივ) ტერიტორიას. 1992-93 წლების კონფლიქტამდე აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში შედიოდა შემდეგი ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულები:
სექციების სია |
[რედაქტირება] ადმინისტრაციული დაყოფა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა ადმინისტრაციულად იყოფა 1 ქალაქად (სოხუმი) და 6 მუნიციპალიტეტად:
| რუკა | მუნიციპალიტეტები |
|---|---|
| გაგრის მუნიციპალიტეტი | |
| გალის მუნიციპალიტეტი | |
| გუდაუთის მუნიციპალიტეტი | |
| გულრიფშის მუნიციპალიტეტი | |
| ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი | |
| სოხუმის მუნიციპალიტეტი |
199? [საჭიროებს წყაროს მითითებას] წელს სეპარატისტულმა ხელისუფლებამ განახორციელა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული „რეფორმა“, რის შედეგადაც ოჩამჩირისა და გალის მუნიციპალიტეტების ტერიტორიების ნაწილის ხარჯზე შექმნა ტყვარჩელის მუნიციპალიტეტი.
[რედაქტირება] ზოგადი ცნობები
ავტონომიური რესპუბლიკის ფართობი შეადგენს 8700 კვ.კმ–ს, მოსახლეობა – დაახლოებით 100-120 ათასს. ავტონომიის დედაქალაქია ქალაქი სოხუმი. ავტონომიის ტერიტორიაზე 526 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:
- ქალაქი - 7: სოხუმი, ტყვარჩელი, გაგრა, გუდაუთა, გალი, ოჩამჩირე, ახალი ათონი.
- დაბა – 5: გულრიფში, ახალი ათონი, ბიჭვინთა, განთიადი, მიუსერა.
- სოფელი - 514.
[რედაქტირება] ადგილობრივი მმართველობა
დევნილობაში მყოფი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოებს წარმოადგენენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო (საკანონმდებლო ორგანო) და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო (აღმასრულებელი ორგანო), რომლებიც 1993 წლიდან ქალაქ თბილისშია განთავსებული.
- უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეები:
- მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეები:
- თამაზ ნადარეიშვილი, სექტემბერი 1993 – 16 მარტი 2004;
- ზურაბ ერქვანია [საჭიროებს წყაროს მითითებას];
- ლონდერ ცაავა, 16 მარტი 2004 – 30 სექტემბერი 2004
- ირაკლი ალასანია 30 სექტემბერი 2004 – 24 აპრილი 2006;
- მალხაზ აქიშბაია, 24 აპრილი 2006 – 11 ივნისი 2009;
- გიორგი ბარამია, 11 ივნისი 2009 – დღემდე
2008 წლის აგვისტოს ომამდე, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის ქვეშ იყო გულრიფშის მუნიციპალიტეტის აჟარის სასოფლო თემის ტერიტორია (23 სოფელი), ე.წ. კოდორის ხეობა. ამ ტერიტორიაზე 1998-2004 წლებში მოქმედებდა საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის მმართველობა.
- საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულები:
ამჟამად, ამ ტერიტორიებს სრულად აკონტროლებს სეპარატისტული რეჟიმი და რუსეთი.
[რედაქტირება] სეპარატისტული რეჟიმი
1992 წლიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე დამყარებულია სეპარატისტული რეჟიმი, რომელმაც 1992 წლის 23 ივლისიდან გამოაცხადა ე.წ. „აფხაზეთის რესპუბლიკის“ დამოუკიდებლობა. მისი დამოუკიდებლობა აღიარეს მხოლოდ რუსეთმა, ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ, ტუვალუმ და ორმა თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკამ, ე.წ. „სამხრეთი ოსეთის რესპუბლიკამ“ და ე.წ. „დნესტრისპირეთის რესპუბლიკამ“[1]. გარდა ამისა, 2011 წლის 31 მაისს სოხუმის სეპარატისტული მთავრობის მიერ გაკეთდა განცხადება, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა ვანუატუმაც ცნო[2][3], თუმცა ეს ინფორმაცია მოგვიანებით ვანუატუმ უარყო[4][5]. დანარჩენი სახელმწიფოები არ აღიარებენ მის დამოუკიდებლობას და იურიუდიულად განიხილავენ საქართველოს განუყოფელ ნაწილად.
- დე-ფაქტო ხელისუფლების ”პრეზიდენტები”:
- დე-ფაქტო ხელისუფლების ”პრემიერ-მინისტრები”:
- 1992 - ვაჟა ზარანდია;
- 1993 - სოკრატ ჯინჯოლია;
- 1995 - გენადი გაგულია;
- 1997 - სერგეი ბაგაფში;
- 1999 - ვიაჩესლავ ცუგბა;
- 2001 - ანრი ჯერგენია;
- 2002 - გენადი გაგულია;
- 2003 - რაულ ხაჯიმბა;
- 2004 - ნოდარ ხაშბა;
- 2005 - ალექსანდრე ანქვაბი;
- 2009 - სერგეი შამბა;
- 2011 - ლეონიდ ლაკერბაია[7][8]
[რედაქტირება] ეკონომიკა
რეგიონის ხელსაყრელი მდებარეობის გამო, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება რუსეთის ფედერაციას, ჩვეულებრივ პირობებში შეიძლებოდა ყოფილიყო ერთ–ერთი ყველაზე განვითარებული მხარე. მაგრამ კონფლიქტის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა მისი სამრეწველო და სასოფლო–სამეურნეო ინფრასტრუქტურა. ამჟამად ფუნქციონირებს რამდენიმე მცირე საწარმო, რომლებიც ძირითადად ნედლეულის (ხე–ტყე, ქვანახშირი) რუსეთსა და თურქეთში გატანით არიან დაკავებულნი.
[რედაქტირება] ღირშესანიშნაობები
ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია:
- ახალი ათონის მღვიმე
- ახალი ათონის მონასტერი
- კელასურის კედელი
- ბიჭვინთის მონასტერი
- დრანდის ეკლესია
- ბედიის ეკლესია
- ილორის ეკლესია
- თამარის ხიდი
- სოხუმის ბოტანიკური ბაღი
- რიწის ტბა
- გეგის ჩანჩქერი
[რედაქტირება] ისტორია
აფხაზეთის ტერიტორია 1864 წელს ანექსირებულ იქნა რუსეთის იმპერიის მიერ, რომელმაც გააუქმა აფხაზეთის სამთავრო და მას სოხუმის ოკრუგი უწოდა. 1918-21 წლებში აფხაზეთი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაშია. 1921 წლის 4 მარტს შეიქმნა აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (სსრ), რომელიც სამოკავშირეო ხელშეკრულებით დაუკავშირდა საქართველოს სსრ–ს. 1931 წელს იგი გარდაიქმნა ავტონომიურ რესპუბლიკად ასსრ–ს სტატუსით. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ეწოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა. 1992-1993 წლების კონფლიქტის შემდეგ ფაქტობრივად ოკუპირებულია რუსეთის მიერ და იმართება სეპარატისტული რეჟიმის მიერ.
[რედაქტირება] აფხაზეთში კონფლიქტის პოლიტიკური შეფასება
2006 წლის ანგარიშგებაში საქართველოს პარლამენტის წინაშე ეროვნული ხელისუფლების დამხობის შემდგომ პირველად მიეცა ობიექტური შეფასება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში 1991-1992 წლებიდან მომდინარე კონფლიქტს.
სააკაშვილის ანგარიშგებაში აღნიშნულია, რომ „არავითარი ეთნიკური კონფლიქტები საქართველოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან არ აქვს, არამედ მიმდინარეობს "ტერიტორიული კონფლიქტი პოსტიმპერიული ტერიტორიების დანაწილებისათვის"“. სააკაშვილის ეს განცხადება სავსებით და სრულად ეთანხმება დევნილი ეროვნული ხელისუფლების მოსაზრებებს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში კონფლიქტების არსის შესახებ.
სააკაშვილის ეს სახელმწიფო პოლიტიკის დონის განცხადება ამავე დროს ამხელს 1991-1992 წლებიდან ქართველი და უცხოელი ანტიქართული, პროიმპერიული „პოლიტოლოგების“ მიერ ფართოდ დამკვიდრებულ დეზინფორმაციას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მომხდარი კონფლიქტების შესახებ - რომ თითქოს ეს იყო ეთნიკური კონფლიქტები, რომლის საფუძველი გახდა „ქართული ნაციონალიზმი და ფაშიზმი“. მხილება განსაკუთრებით ეხება პროიმპერიულ „დისიდენტ“ სახაროვს - რომელმაც აფხაზეთისა და ცხინვალის ზონების რუსეთის მიერ ანექსიას თეორიული საფუძველი ჩაუყარა ცნებისა და ტერმინის „საქართველო - მცირე იმპერია“ შემოღებითა და საერთაშორისო მასშტაბით დანერგვით.
პრეზიდენტ მ. სააკაშვილის შეფასებით "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები - ეთნოკონფლიქტები არ არის. მე ვკრძალავ ისეთი ფრაზების გამოყენებას, როგორებიცაა "ქართულ-აფხაზური კონფლიქტი" ან "ქართულ-ოსური კონფლიქტი", რადგან ეს ტერიტორიული კონფლიქტებია, რომლებიც პოსტიმპერიული სივრცის ტერიტორიების გაყოფასთანაა დაკავშირებული"... [9]
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ აფხაზეთის „დამოუკიდებლობა“ ჯუჯა-სახელმწიფომ, ტუვალუმ აღიარა. „პრესა.გე“ 23.09.2011
- ↑ სოხუმის ცნობით, ვანუატუმ აფხაზეთი აღიარა. „სივილ ჯორჯია“. 1 ივნისი, 2011.
- ↑ The Caucasus: New Allies for Breakaway Region. The New York Times. 31 მაისი, 2011. (ინგლისური)
- ↑ Natapei withdraws recognition of Abkhazia (ინგლისური)
- ↑ Vanuatu has no ties with Abkhazia // Vanuatu Daily Post - July 15, 2011
- ↑ “აფხაზეთის ახალი ლიდერი“, ნიუსი, სივილ ჯორჯია, 29 აგვისტო, 2011. წაკითხვის თარიღი: 26 დეკემბერი, 2011.
- ↑ 7.0 7.1 ნინო ხარაძე. “აფხაზეთის მესამე დე ფაქტო პრეზიდენტის ინაუგურაცია“, ნიუსი, radiotavisupleba.ge, 26 სექტემბერი, 2011. წაკითხვის თარიღი: 26 დეკემბერი, 2011.
- ↑ 8.0 8.1 “აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას ახალი პრეზიდენტი ჰყავს“, ნიუსი, geonews.ge, 27 სექტემბერი, 2011. წაკითხვის თარიღი: 26 დეკემბერი, 2011.
- ↑ http://newsgeorgia.ge/news.html?nws_id=509906
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- აფხაზეტის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ოფიციალური ვებ-გვერდი
- აფხაზური სეპარატიზმის ისტორიული ფონი და პოლიტიკური მოტივები საქართველოში (გერმანურ ენაზე)
- აფხაზურ-ქართული დიალოგი (ფორუმი/ნებისმიერ ენაზე)
|
|||||||
|
||||||||||||||
|
|||||||||||||||||