ახალქალაქი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „ახალქალაქი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ახალქალაქი (მრავალმნიშვნელოვანი).
ქალაქი
ახალქალაქი
ახალქალაქის ციტადელისა და მეჩეთის ხედი
ახალქალაქის ციტადელისა და მეჩეთის ხედი
დროშა გერბი
დროშა გერბი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
კოორდ. 41°24′45″ ჩ. გ. 43°28′40″ ა. გ. / 
მოსახლეობა 9 800 კაცი (2002)
ეროვნული
შემადგენლობა
სომხები, ქართველები
დროის სარტყელი UTC+4
ტელ. კოდი +995 362[1]
საფოსტო ინდექსი 0700[2]

GEO-SJ-AK.svg

Red pog.svg

ახალქალაქი მდებარეობა სამცხე-ჯავახეთის მხარე

Red pog.png

ახალქალაქი მდებარეობა ახალქალაქის მუნიციპალიტეტი

Red pog.png

ახალქალაქი — ქალაქი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ჯავახეთის ზეგანზე, მდინარეებს ფარავანსა და მურჯახეთისწყალს შორის, ზღვის დონიდან 1700 მ სიმაღლეზე, ახალციხიდან 74 კმ. ახალქალაქში გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს11.

მოსახლეობა 9,8 ათასი (2002 წ.). ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები (მხარეთმცოდნეობის მუზეუმი). ახალქალაქში არის ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის რეზიდენცია.

სექციების სია

ისტორია [რედაქტირება]

ფრაგმენტი ანტონიო ძატას რუკიდან, გამოცემული ვენეციაში 1784 წელს. დატანილია ახალქალაქი, საქართველო

ადრე შუა საუკუნეების ბოლოს აქ იყო სოფელი. ქალაქი დაფუძნდა 1064 წელს. XI საუკუნეში ჯავახეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური ცენტრი გახდა. XV საუკუნეში იგი მთლიანად იქნა დანგრეული, აღსდგა XVII საუკუნეში. XVI საუკუნეში ოსმალეთმა დაიპყრო. 1828 წელს რუს-ქართველთა სამხედრო ნაწილებმა ქალაქი გაათავისუფლეს. მისი შემოერთების შემდეგ მაჰმადიანი ქართველები გაასახლეს თურქეთში და მათ ადგილზე არზრუმის ვილაიეთიდან სომხები ჩამოიყვანეს.

XI საუკუნის 40–იანი წლების მოვლენების შესახებ "მატიანე ქართლისაი" გვამცნობს:

ვიკიციტატა
„ციხეთა უფალნი კაცნი მტკიცედ იყვნეს ერთგულებასა ზედა ბაგრატისსა, თვინიერ ფარსმან თმოგველისა და ბეშქენ ჯაყელისა, თუხარისის ერისთავისა. წავიდეს ჯავახეთს და იწყეს ახალქალაქისა ზღუდესა შენებად, რამეთუ მას ჟამსა უზღუდო იყო“

მირაშხნის წარწერა გვამცნობს 1064 წელს ალფ-არსლანის საქართველოში შემოსევის, ფარსმან თმოგველისა და მესხი აზნაურების ახალქალაქის გმირული დაცვის შესახებ:

ვიკიციტატა
„სახელითა ღმრთისაითა. მე, გიორგა ხუცესმან, დავწერე მას ჟამს, ოდეს გას მოვიდა ხორასანი ქალაქით. ჰოი, მე, გიორგაი ფრიად ცოდვილს. მეწიფა მოვიდა ჯავახეთს და შეჰრისხა ყოველი ყოველს ქრისტესდა. მეტად ახალქალაქით წაიღო, ასწყუიდა და ტუყუედ წაიღო. ყოველი მესხი აზნაური შიგან დგა. ფარსმან პირ ექმნა მეფეს. მოკლეს და ყოველი ასწყუიდეს. უფალო, შეუნდვნენ გოჰარის ცოდვანი, ამენ და მირაშხნელთა ყოველთა შეუნდვენ, უფალო, ამენ. მეცა ფრიად ცოდვილი მომიხსენეთ, გიორგა ბერი“


ღირსშესანიშნაობები [რედაქტირება]

ქალაქის ტერიტორიაზე შემორჩენილია წინაანტიკური პერიოდის ნამოსახლარი, გალავანი, ციხე-კოშკები, ეკლესია, ქარვასლა.

ლიტერატურა [რედაქტირება]

  • ზარდალიშვილი გ., თუშაბრამიშვილი, ლომთათიძე გ., ლომსაძე შ., ზაქარაია პ., ქსე, ტ. 2, გვ.96, თბ.,1977


ახალქალაქის ციხის კომპლექსი
ახალქალაქის ციხის კომპლექსი. საერთო ხედი
ციტადელი
ციტადელის, ქარვასლისა და მეჩეთის ნაშთი
ციტადელი
ციტადელის ინტერიერი
ქარვასლის ნაშთი
ქარვასლის ნაშთი
მეჩეთის ნაშთი

სქოლიო [რედაქტირება]