ტყიბული

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ტყიბული
კარლო ლომაძის მოედანი
კარლო ლომაძის მოედანი
გერბი
გერბი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ტყიბულის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°20′39″ ჩ. გ. 42°59′24″ ა. გ. / 42.34417° ჩ. გ. 42.99000° ა. გ. / 42.34417; 42.99000
დაარსდა 1939
ქალაქი 1939  წლიდან
ზღვის დონიდან 590
მოსახლეობა 13800 კაცი (2009)
ეროვნული
შემადგენლობა
ქართველები
სარწმუნოებრივი
შემადგენლობა
მართლმადიდებლები
დროის სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 497[1]
საფოსტო ინდექსი 4300[2]

GEO-IM-TK.svg

Red pog.svg

ტყიბული მდებარეობა იმერეთის მხარე

Red pog.png

ტყიბული — ქალაქი იმერეთის მხარეში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ნაქერალას ქედის სამხრეთით, ზღვის დონიდან 590 მეტრზე.

ისტორია[რედაქტირება]

ტყიბული (ტყვიბული) ისტორიულ წყაროებში პირველად 1259-1293 წლით დათარიღებულ ძეგლში იხსენიება. ფეოდალურ ხანაში ტყიბული აგიაშვილების საგვარეულოს მიეკუთვნებოდა. XIX საუკუნის ბოლოდან, მას შემდეგ რაც აქ ქვანახშირის მოპოვება დაიწყო, ის სამრეწველო დაბა გახდა. 1939 წელს კი ტყიბული რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქად გამოცხადდა.

ეკონომიკა[რედაქტირება]

ტყიბულის ეკონომიკის ძირითადი დარგია ქვანახშირის მრეწველობა. ქვანახშირის საბადოს აღმოჩნდა 1825 წელს, ხოლო მისი ექსპლუატაცია 1846 წელს დაიწყო. ქვანახშირის ბალანსური მარაგი 307 მილიონ ტონას შეადგენს, ხოლო საერთო გეოლოგიური მარაგი კი ერთ მილიარდ ტონამდე აღწევს. საბჭოთა პერიოდში ქვანახშირის მომპოვებელი 4 შახტი და ქვანახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა ფუნქციონირებდა. ქვანახშირის ძირითადი მომხმარებელი იყვნენ რუსთავის მეტალურგიული კომბინატი და ტყვარჩელის თბოელექტრო სადგური. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შახტებში ქვანახშირის მოპოვება პრაქტიკულად შეწყდა, ქვანახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა კი დაინგრა. 2006 წელს ქვანახშირის მოპოვება აღდგა ორ შახტაში, განახლდა ქვანახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა. დასაქმებულთა საერთო რაოდენობა დაახ. 1000 კაცია. ქალაქში ასევე მოქმედებს ჩაის ფაბრიკა.

ქალაქში მდებარეობს შაორის ჰიდროელექტროსადგური. ჰესს წყალი მიეწოდება შაორის წყალსაცავიდან. სადგურის რომლის საპროექტო სიმძლავრე 38.4 მგვტ.-ია, ხოლო საშუალო სიმძლავრე - 28.0 მგვტ.

ტრანსპორტი[რედაქტირება]

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებით უკავშირდება თერჯოლას, ქუთაისსა და ამბროლაურს. არის რკინიგზის ბოლო სადგური ქუთაისი-ტყიბულის სარკინიგზო ხაზზე. ტყიბული საქართველოს დედაქალაქიდან დაშორებულია 264 კმ-ით, ხოლო მანძილი ქუთაისიდან 42 კმ-ით.

განათლება და კულტურა[რედაქტირება]

ტყიბულში არის 5 საჯარო სკოლა[3] და ექვსი საბავშვო ბაღი, 5 ბიბლიოთეკა. კულტურის დაწესებულებებიდან აღსანიშნავია ქალაქის კულტურის ცენტრი (სახალხო თეატრი), რომლის დარბაზი გათვლილია 500 მაყურებელზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, სამხატვრო სკოლა, ხელოვნების სკოლა, ბავშვთა ქორეოგრაფიული სტუდია.

ქალაქში მოქმედებს ჯანდაცვის რამდენიმე დაწესებულება: მრავალპროფილიანი საავადმყოფო, დიაგნოსტიკური ცენტრი და სასწრაფო სამედიცინო სამსახური - 03.

ქალაქში არის საფეხბურთო კლუბი მეშახტე და ცენტრალური საფეხბურთო სტადიონი.

გალერეა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]