დართლოს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დართლოს ეკლესია
დართლოს ეკლესია — საქართველო
დართლოს ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 42°26′15″ ჩ. გ. 45°34′57″ ა. გ. / 42.43750° ჩ. გ. 45.58250° ა. გ. / 42.43750; 45.58250
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
სასულიერო სტატუსი დანგრეული

დართლოს ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დართლოს განაპირას. აგებულია 1856 წელს ოსეთის სასულიერო კომისიის მიერ, ხოლო 1864 წელს ეკლესიას ჭერი ჩამოექცა[1].

ძეგლის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია დარბაზულია (12,5 X 8,5 მ), ნაგებია ქვიშაქვით. შიგნიდან შელესილია. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: შემორჩენილია სამხრეთის კედელი, აღმოსავლეთის კედლის სამხრეთ ნახევარი და დასავლეთ კედლის მნიშვნელოვანი ნაწილი. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი სწორკუთხაა. სწორკუთხა საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელში ფართო და მაღალი სწორკუთხა სარკმელია. ეკლესიის სამხრეთ კედლის შუა ნაწილში გაჭრილი სარკმელი შედარებით დაბალია. სამხრეთ კედელზე ორი წყვილი პილასტრია, რომელთა მარტივ იმპოსტებზე კედლის თაღებია გადაყვანილი. გრძივ კედლებზე, პილასტრების ზემოთ, თითო კონსოლია, რომლებსაც კამარის საბჯენი თაღები ეყრდნობა.

დასავლეთ ფასადი ერთსაფეხურიან ცოკოლზე დგას და დასრულებულია ფრონტონით. ფრონტონის არეში ტოლმკლავა ჯვრის რელიეფია. ტიმპანიანი კარის ორივე მხარეს თითო მაღალი თაღოვანი ნიშია. ჯვრის რელიეფია აღმოსავლეთ ფასადის ფრონტონის არეშიც. სამხრეთ ფასადის განაპირა ნაწილებში ბრტყელი ნიშებია.

ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[2].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]