ზესტაფონი
| ქალაქი
ზესტაფონი
|
ზესტაფონი, ქალაქი დასავლეთ საქართველოში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი, 1921 წლამდე ყვირილა ეწოდებოდა.
სექციების სია |
[რედაქტირება] ისტორია
წყაროებში პირველად მოიხსენიება XVI საუკუნის 60-იან წლებში. სახელწოდება "ზესტაფონი", გადმოცემის თანახმად, მომდინარეობს ზედა ფონისაგან (მდ. ყვირილაზე). XIX საუკუნის 20-იან წლებში აქ იყო კაზაკთა ჯარის პოსტი - ყვირილის პოსტი და ზესტაფონსაც ყვირილა დაერქვა. თბილისი-ფოთის რკინიგზის გაყვანის შემდეგ აქ ვაგზლის შენობა ააშენეს, იმატა მოსახლეობამ. ქალაქად გამოცხადდა 1926 წელს.
XX საუკუნის 20-იან წლებში მცირე ხნის მანძილზე ქალაქი ატარებდა რევოლუციონერ ჯუღელის სახელს და შემდეგ დაიბრუნა ისტორიული სახელწოდება. ზესტაფონის ზრდა დაკავშირებულია ფეროშენადნობთა ქარხანასთან. საწარმოს ამუშავებამ ქალაქი აქცია საქართველოს ერთ-ერთ ინდუსტრიალურ ცენტრად. დღესდღეობით ზესტაფონში ცხოვრობს 24 158 მცხოვრები[3].
[რედაქტირება] გეოგრაფია
მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, მდინარე ყვირილის ორივე ნაპირზე, ზღვის დონიდან 160 მ სიმაღლეზე. თბილისიდან 183 კმ (რკინიგზით). ზესტაფონი რამდენიმე უბნად იყოფა.
ლეგენდის თანახმად ზესტაფონის მიდამოები ტყეებითა და ჭაობებით იყო დაფარული. მოსახლეობა სახლების მშენებლობისას სახურავისთვის ყავარს აკეთებდა, შესაბამისად ერთ-ერთ უბანს "საყავრია" შეარქვეს.
[რედაქტირება] ეკონომიკა
მოსახლეობა 24,2 ათასი (2002 წ.). ზესტაფონში არის სამრეწველო საწარმოები (აღსანიშნავია ფეროშენადნობთა ქარხანა), ქალაქში გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს1 და რკინიგზის ხაზი ხაშური-სამტრედიის მონაკვეთზე. ქალაქში არის რკინიგზის სადგური. ამჟამად შენდება რკინიგზის სადგურის ახალი შენობა. მდინარე ყვირილაზე აგებულია კაშხალი.
[რედაქტირება] საზოგადოებრივი სფერო
ქალაქში არის ჯანდაცვის დაწეებულებები, მათ შორის რამდენიმე სტომატოლოგიური კაბინეტი, 4 საავადმყოფო, ბავშვთა პოლიკლინიკა, სამშობიარო სახლი, ფსიქონევროლოგიური, დერმატო-ვენეროლოგიური და ტუბდისპანსერები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონული ცენტრი, სადეზინფექციო განყოფილება, 2 თერაპიული კაბინეტი.
ზესტაფონში არის ზესტაფონის რაიონული სასამართლო, რომლის იურისდიქცია ვრცელდება ზესტაფონის, თერჯოლისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე.
[რედაქტირება] განათლება
ქალაქში არის სოხუმის პროფესორ აკაკი ჩხარტიშვილის სახელობის ეკონომიკურ-ჰუმანიტარულ უნივერსიტეტი, 7 საჯარო სკოლა.
[რედაქტირება] კულტურა
ქალაქში მოქმედებს თეატრი და მუზეუმი. ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დაარსდა 1968 წელს. მასში დაცულია 8 500 ექსპონატი: ქვის, ბრინჯაოს და რკინის ხანის მასალა, სამკაული, ნუმიზმატიკა, კერამიკული ნაწარმის ნიმუშები, XII ს-ის ჯაჭვის პერანგი, შუა საუკუნეების საყოფაცხოვრებო ნივთები, ადგილობრივ მხატვართა მიერ შესრულებული სახვითი ხელოვნების ნიმუშები, XIX ს-ის წერილობითი დოკუმენტები და ფოტომასალა.[4]. ზესტაფონში ასევე არის ეროვნული გალერეის ფილიალი: ზესტაფონის სურათების გალერეა.
ქალაქში რამდენიმე სარეკრეაციო ადგილია, მათ შორის ვარინკა მაჭავარიანი-წერეთლის სახელობის სკვერი, "ირინეს პარკი" და სხვ.
[რედაქტირება] სპორტი
ქალაქს ჰყავს საფეხბურთო კლუბი ზესტაფონი, მისი საშინაო არენაა დავით აბაშიძის სტადიონი. "ზესტაფონი" რეგურალურად ასპარეზობს საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში არის საქართველოს მოქმედი ჩემპიონი და მოპოვებული აქვს საქართველოს თასი.
[რედაქტირება] რელიგია
ზესტაფონში არის მარგვეთის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია. ქალაქში არის 4 მართლმადიდებლური ტაძარი: წმინდა გიორგის, წმინდა ნინოს, წმინდა იოანესა და ღვთისმშობლის სახელობის.
[რედაქტირება] ცნობილი ადამიანები
ქალაქში დაიბადნენ:
- გურამ ნიშნიანიძე - ფეხბურთელი
- ბორის აკუნინი - მწერალი
- ვასილ არაბიძე - მსახიობი
- თამარ აბაშიძე - მსახიობი
[რედაქტირება] სქოლიო
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: ზესტაფონი- ზესტაფონის რაიონული სასამართლო
- სოხუმის პროფესორ აკაკი ჩხარტიშვილის სახელობის ეკონომიკურ-ჰუმანიტარულ უნივერსიტეტი
- ზესტაფონის პორტალი
|
|||||||||||||