მარნეული

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
მარნეული
მარნეულის ერთ-ერთი ქუჩა
მარნეულის ერთ-ერთი ქუჩა
დროშა გერბი
დროშა გერბი
ქვეყანა საქართველო
მხარე ქვემო ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი მარნეულის მუნიციპალიტეტი
კოორდ. 41°28′00″ ჩ. გ. 44°48′00″ ა. გ. / 
ადრეული სახელები ბორჩალო (1947 წლამდე)
ქალაქი 1921  წლიდან
მოსახლეობა 19,9 [1]. კაცი (2002)
ტელ. კოდი +995 357[2]
საფოსტო ინდექსი 3000[3]

GEO-KKL-MU.svg

Red pog.svg

მარნეული (1947 წლამდე ბორჩალო) — ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მარნეულის ვაკეზე, მდინარე ალგეთის ნაპირერზე. ქალაქად გამოცხადდა 1964 წელს. მოსახლეობა 19,9 ათასი [4] (2002 წ.). ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. მარნეულში არის რუსთავის ეპარქიის რეზიდენცია.

მარნეულში ზომიერად თბილი სტეპის ჰავაა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 12 °C, იანვარში 0 °C, ივლისში 23,9 °C. აბსოლუტურ მინიმუმი — 25 °C, აბსოლუტურ მაქსიმუმი 40 °C. ნალექები 500 მმ წელიწადში.

დიდ დასახლებად იქცა სოფლების: ლომთაგორა-მარნეულის, ეკლესიის, ჭანდარ-სანდარისა და სარვანის გაერთიანების შედეგად. უძველესი დასახლებაა ლომთაგორა (წყაროებში პირველად იხსენიება XIII საუკუნეში), რითაც ბოლოვდებოდა მეგალითური (ციკლოპური) ციხეების მწკრივი მდინარე ალგეთის მარჯვენა მხარეს. იყო მნიშვნელოვანი ციხესიმაგრე და საგზაო კვანძი. XVII საუკუნეში ირანის შაჰმა აბას I-მა აქედან აყრილი მკვიდრი ქართული მოსახლეობის ნაცვლად ამ ადგილას ბორჩალუს თურქმანული ტომი დაასახლა, შემდგომში, დასახლებასაც ბორჩალო ეწოდა. 1947 წელს აღადგინეს ძველი ქართული სახელწოდება მარნეული. მარნეულის ტერიტორიაზე შემორჩენილია მეგალითური ხანის ციხის ნაშთები და ადრინდელი ფეოდალური ხანის ეკლესია.

[რედაქტირება] სქოლიო


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე