|
დაბა
ახალგორი
|
თავადი ერისთავების სასახლე ახალგორში |
|
ახალგორი (ყოფ. ლენინგორი) — დაბა ახალგორის მუნიციპალიტეტში, მუნიციპალიტეტის ცენტრი. 1935-1991 წლებში ცნობილი იყო ლენინგორის სახელით. რუსეთ–საქართველოს ომის შემდეგ, ქალაქს რუსმა ოკუპანტებმა უწოდეს თავისი საბჭოთა სახელწოდება (ლენინგორი)[3]. მდებარეობს ალევის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ქსნის მარცხენა სანაპიროზე, რკინიგზის სადგურ ქსანიდან 35 კმ-ზე. დაბის სტატუსი მიენიჭა 1960 წელს. მოსახლეობა 2.5 ათასი (2002). დაბაში არის ადმინისტრაციული, კულტურის და ჯანდაცვის დაწესებულებები, მცირე საწარმოები. ისტორიული წყაროების ცნობით, ახალგორი დაარსებულია ძვ.წ. II ს-ში, საურმაგის მეფობის პერიოდში. ვახუშტი ბაგრატიონი მას იხსენიებს „მცირე ქალაქად“, რომელშიც „მკვიდრობენ ქართველნი და სომეხნი“. გვიანფეოდალურ ხანაში ახალგორი ქსნის ერისთავთა რეზიდენცია იყო. ახალგორში შემორჩენილია XVII ს-ის სამი ხუროთმოძღვრული ანსამბლის ნანგრევები.
- ენციკლოპედია „საქართველო“, თბ., 1997.
ვიკისაწყობში
? არის გვერდი თემაზე: