ჩხოროწყუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ჩხოროწყუ

„ბოროტსა სძლია კეთილმან...“
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რეგიონი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°31′20″ ჩ. გ. 42°07′45″ ა. გ. / 42.52222° ჩ. გ. 42.12917° ა. გ. / 42.52222; 42.12917
ამჟამინდელი სტატუსი 2018
ცენტრის სიმაღლე 180±1 მეტრი
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 3141[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,5 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 417[2]
საფოსტო ინდექსი 5000[3]
ჩხოროწყუ — საქართველო
ჩხოროწყუ
ჩხოროწყუ — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ჩხოროწყუ

ჩხოროწყუქალაქი საქართველოში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მოიცავს სოფელ გარახას. მდებარეობს მდინარე ხობისწყალზე, ზღვის დონიდან 180 მ-ზე, თბილისიდან 344 კმ, რკინიგზის სადგურ სენაკიდან 36 კმ-ის მანძილზე მის ჩრდილოეთით. ქალაქში არის ადმინისტრაციული, კულტურის, განათლების და ჯანდაცვის დაწესებულებები, მცირე საწარმოები.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეგრული სიტყვა „ჩხოროწყუ“ ქართულად ცხრა წყაროს ნიშნავს. გადმოცემის თანახმად, ნიკო დადიანის სახლის მახლობლად ერთი მჟავე, ერთი ცხელი, ერთი მარილიანი და ექვსი ცივი, ანკარა წყარო ჩამოდიოდა და ადგილმაც სახელწოდება აქედან მიიღო.[4]

გივი ფარულავას და გრიგოლ შენგელიას თავიანთ წიგნში „ჩხოროწყუს რაიონის ტოპონიმიკა“ მოყავთ ხალხური თქმულება, რომლის მიხედვითაც ოსმალებს ცხრიდან ოთხი წყარო დაუშრიათ.[5]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1930 წელს გახდა ჩხოროწყუს რაიონის ცენტრი. 1960 წელს მიენიჭა დაბის სტატუსი. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო კვების მრეწველობა, მოქმედებდა ჩაის ორი ფაბრიკა, საკონსერვო, ლიმონათის, პურისა და რძის ქარხნები. 2018 წელს მიენიჭა ქალაქის სტატუსი.[6]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 3141 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989[7] 4727 -- --
2002[7] 5040 -- --
2014[1] 3141 1517 1624

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2011-08-14.
  3. საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
  4. როგორ „დაიბადა“ ჩხოროწყუ?. Chkhorotsku.Ge. ციტირების თარიღი: 17 მარტი, 2021
  5. ელიავა გივი, შენგელია გრიგოლ, ფარულავა გივი, ჩხოროწყუს რაიონის ტოპონიმიკა, თბ.: „ხელოვნება“, 1983. — გვ. 54.
  6. „დაბა ჩხოროწყუს ქალაქის სტატუსი მიენიჭა“. imedinews.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-28. ციტირების თარიღი: 17 მარტი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  7. 7.0 7.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგბი, ტომი I. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-28. ციტირების თარიღი: 7 დეკემბერი, 2016.