ტყვარჩელი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ტყვარჩელი
Тҟәарчал
ტყვარჩელის ხედი გრესის ფონზე
ტყვარჩელის ხედი გრესის ფონზე
ქვეყანა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი ოჩამჩირე
კოორდ. 42°51′00″ ჩ. გ. 41°41′00″ ა. გ. / 
ქალაქი 1942  წლიდან
ფართობი 16,85 კმ²
კლიმატის ტიპი სუბტროპიკული
მოსახლეობა 4800 კაცი (2003)
ტელ. კოდი +995 446[1]
საფოსტო ინდექსი 7200[2]

GEO--.svg

Red pog.svg

ტყვარჩელი მდებარეობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა

Red pog.png
აყარმარის მიკრორაიონი ტყვარჩელში

ტყვარჩელი (აფხ. Тҟәарчал) — ქალაქი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ღალიძგაზე. ქალაქის სტატუსი მიიღო 1942 წელს. ქალაქის ძირითადი ინდუსტრიებია ქვანახშირის მოპოვება, სამშენებლო მასალების და სხვა საწარმოები. განთქმულია ბალნეოლოგიური კურორტით.

სექციების სია

[რედაქტირება] ისტორიული ცნობები

ტყვარჩელი ქალაქად გამოცხადდა 1942 წელს. ქვანახშირის მოპოვება ამ ადგილას 1935 წლიდან დაიწყო და მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დონბასის გერმანელების ხელში გადასვლის გამო დიდი მნიშვნელობა შეიძინა.

1990-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთის ომის პერიოდში ქალაქი ალყაში იყო მოქცეული ქართული ჯარების მიერ და მისი დარჩენილი მოსახლეობა მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისს განიცდიდა. ქალაქს სურსათით, იარაღითა და დაქირავებული მებძოლებით რუსული სამხედრო ვერტმფრენები ამარაგებდა.[3] ომის ბოლო ეტაპზე, ტყვარჩელიდან სისტემატურად იბომბებოდა კოდორის ხეობა. ქალაქი ქართულმა მოსახლეობამ ომის დასაწყისშივე დატოვა, მის გარშემო სოფელში დარჩენლი ქართველები კი ფაქტიურად მძევლების მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

1995 წლიდან ქალაქი ამავე სახელწოდების ახლად ჩამოყალიბებული რაიონის ცენტრია.

[რედაქტირება] ინდუსტრია

ქვანახშირის მოპოვება ქალაქის მთავარი ინდუსტრია იყო დაარსებიდან, თუმცა ამჟამად საბჭოთა პერიოდის მაღაროები დახურული და ქვანახშირს მოიპოვებს მხოლოდ თურქული კომპანია "თამსაშ" (Tamsaş) ღია მეთოდით. ამ კომპანიის გადასახადები ქალაქის ხაზინის შემოსავლების 75% შეადგენს, თუმცა მას ეკოლოგიის უგულვებელყოფას აბრალებენ.[4]

ქალაქში მოქმედებდა ცემენტისა და აგურის ქარხნები, რომლებიც ამჟამად გაჩერებულია ტექნიკური სიძველის გამო. გეგმაშია ახალი ცემენტის ქარხნის მშენებლობა, რომლის პროდუქციას სავარაუდოდ სოჭის ოლიმპიური კომპლექსის მშენებლობაში გამოიყენებენ.[5]


ქალაქსა და ოჩამჩირის რაიონს საბჭოთა პერიოდში ელექტროენერგიით ამარაგებდა ტყვარჩელის ქვანახშირის ელექტროსადგური, რომელიც 1980-იანი წლების ბოლოს ქვანახშირის მარაგის შემცირების გამო გაზზე გადაიყვანეს.

[რედაქტირება] დემოგრაფია

1989 წელს ქალაქის მოსახლეობა იყო 21 744 ადამიანი. სამი მთავარი ეთნიკური ჯგუფი იყო აფხაზები (42,3%), რუსები (24,5%) და ქართველები (23,4%).[6] ომის შედეგად ქალაქის ინდუსტრია გაჩერდა და მისი მოსახლეობა მნიშვნელოვნად შემცირდა. 2004 წელს მოსახლეობა ზოგიერთი მონაცემებით 4 800-მდე შემცირდა.[7][8] 2003 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგად ქალაქში 4 786 მცხოვრები იყო.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება] სქოლიო


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე
ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე