ასპინძა
| დაბა
ასპინძა
|
ასპინძა - დაბა ასპინძის მუნიციპალიტეტში, მუნიციპალიტეტის ცენტრი. მდებარეობს ახალციხის ქვაბულის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, საქართველოს საავტომობილო მაგსიტრალ ს 11-ზე, ქალაქ ახალციხიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 34 კმ-ზე.
სექციების სია |
[რედაქტირება] ისტორია
სახელი სპარსულიდან შემოვიდა ქართულში, აღნიშნავდა დიდ გზაზე მდებარე სასტუმროს, დასასვენებელ სადგურს. ასპინძის, როგორც დასახლებული პუნქტის საწყისად მიჩნეულია 888 წელი, როდესაც მემატიანის ცნობით:
|
„იძლივნეს აფხაზნი, ნასრ და ბაყათარ ოვსნი და ერისთავი აფხაზთა. გაქცეულ ნასრას დაედევნენ და სამცხეში, ასპინძასთან 888 წელს მოჰკლეს“
|
XVI ს-ის ბოლოს დაიპყრეს თურქებმა. ამ დროს ასპინძა დიდი სოფელი ყოფილა. "გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის" შედგენის დროს ასპინძა ყოფილა 50 კომლიანი სოფელი ბაღებითა და ვენახებით და 25 000 ახჩა შემოსავლით. "სუმბატ დავითის ძის ქრონიკაში" ასპინძა მოხსენიებულია: "ჴევსა სამცხისასა, სოფელსა ასპინძას..." ვახუშტის მიხედვით: "ასპინძის თავს და აგარის ბოლოს არს ციხე კლდესა შენი, მაგარი.[4]
ასპინძა ცნობილია 1625 წლისა და 1770 წლის ასპინძის ბრძოლით, როცა ერეკლე II-მ გაიმარჯვა თურქებისა და ლეკების ლაშქართან ბრძოლაში.
ადრიანოპოლის სამშვიდობო ხელშეკრულების თანახმად, 1829 წელს, იგი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. ექვთიმე თაყაიშვილის აღწერის მიხედვით ასპინძა უკვე დიდი სოფელია და ახალციხიდან ახალქალაქამდე სიდიდით მეორე საფოსტო სადგური იყო.
[რედაქტირება] კურორტი
ასპინძა ადგილობრივი მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტია დაბაში არსებული თერმული წყლების გამო. დაბის სტატუსი მიენიჭა 1961 წელს. დაბაში არის ადმინისტრაციული, კულტურის, განათლების და ჯანდაცვის დაწესებულებები, XI-XII სს-ის ხუროთმოძღვრების ძეგლები, მცირე საწარმოები.
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“
- ↑ საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
- ↑ ივანე ჯავახიშვილი, „ქართველი ერის ისტორია“, ტ. II, 1983წ. გვ. 102
- ↑ ჯიქია; გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი. წიგნი III. გამოკვლევა. თბილისი, 1958
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ჯავახიშვილი ივ.,ქართველი ერის ისტორია, ტ. II, 1983წ.
|
||||||||||
|
||||||||