საქართველოს სახელმწიფო გერბი
ვიკიპედიიდან
საქართველოს სახელმწიფო გერბი შემოღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა საქართველოს პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ 2004 წლის 1 ოქტომბრიდან. ეს კანონი ადგენს საქართველოს სახელმწიფო გერბის, როგორც სახელმწიფო სიმბოლოს, აღწერილობას, მისი გამოსახვის ფორმებს, გამოყენების სფეროს, გამოყენებისა და დაცვის წესს. სახელმწიფო გერბის ავტორია მხატვარი, ჰერალდიკოსი მამუკა გონგაძე.
საქართველოს სახელმწიფო გერბი გამოისახება სახელმწიფო და მცირე სახელმწიფო გერბების ფორმით.
სექციების სია |
[რედაქტირება] სახელმწიფო (დიდი) გერბი
სახელმწიფო გერბი წარმოადგენს ჰერალდიკურ ფარს, რომლის მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვრის ბუნიანი ვერცხლის შუბოსანი, ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი, ვერცხლის ცხენზე ამხედრებული, ოქროს შარავანდედიანი ვერცხლის მხედარი – წმინდა გიორგი. ფარი დაგვირგვინებულია ივერიული (ქართული) გვირგვინით. ფარისმტვირთველი ორი ოქროს ლომი ვაზის სტილიზებული ორნამენტის საფუძველზე დგას. საფუძველზე გადმოფენილია ვერცხლ-მეწამული სადევიზე ბაფთა (ავერსი – ვერცხლი, რევერსი – მეწამული). ბაფთის ვერცხლის ველზე სევადისფერი ქართული მხედრული ანბანით წარწერილია დევიზი: „ძალა ერთობაშია“. ბაფთაზე, სადევიზე წარწერის თავსა და ბოლოში, გამოსახულია მეწამული ჰერალდიკური ჯვრები.
[რედაქტირება] მცირე სახელმწიფო გერბი
მცირე სახელმწიფო გერბი წარმოადგენს ჰერალდიკურ ფარს. ფარის მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვრით დაბოლოებული ვერცხლის შუბით ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი ვერცხლის მხედარი – წმინდა გიორგი ოქროს შარავანდედით. ფარზე ივერიული (ქართული) გვირგვინია.
[რედაქტირება] ყოფილი გერბები
[რედაქტირება] საინტერესო ცნობები
- საქართველოს სახელმწიფო გერბზე ბრიტანეთის ჰერალდიკოსების კოლეჯის რეკომენდაციებით გარკვეული დეტალები შეიცვალა. ასევე შეიცვალა გერბზე გამოსახული ფარის ფორმა, რომელზეც წმინდა გიორგია გამოსახული. ვაზის ფოთოლი კი, წითელმა ჯვრებმა ჩაანაცვლა. [1];
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ;
- გერბის აღწერილობის ოფიციალური ვერსია;
- საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ, (პირვანდელი სახით);
- მამუკა გონგაძე სახელმწიფო გერბის შესახებ («ჯი-ეიჩ-ენი»);
- საქართველოს სახელმწიფო გერბში ცვლილებები შევა
ალბანეთი · ანდორა · ავსტრია · აზერბაიჯანის4 · ბელორუსი · ბელგია · ბოსნია და ჰერცეგოვინა · ბულგარეთი · ჩეხეთის რესპუბლიკა · გაერთიანებული სამეფო · გერმანია · დანია · ესპანეთი · ესტონეთი · ვატიკანი · თურქეთი1 · ისლანდია · ირლანდია · იტალია · კვიპროსი2 · ლატვია · ლიხტენშტაინი · ლიტვა · ლუქსემბურგი · მაკედონიის რესპუბლიკა · მალტა · მოლდოვა · მონაკო · მონტენეგრო · ნიდერლანდი · ნორვეგია · პოლონეთი · პორტუგალია · რუმინეთი · რუსეთი1 · სან-მარინო · საბერძნეთი · საქართველო4 · საფრანგეთი · სერბეთი · სლოვაკეთი · სლოვენია · სომხეთი2 · უკრაინა · უნგრეთი · ფინეთი · ყაზახეთი1 · შვედეთი · შვეიცარია · ხორვატია ·
დამოკიდებული, ავტონომიური და სხვა ტერიტორიები
აფხაზეთი4 · აჭარა2 · ალანდის კუნძულები · აზორის კუნძულები · აკროტირი და დჰეკელია · კანარის კუნძულები · ყირიმი · ფარერის კუნძულები · გიბრალტარი · გერნსი · კუნძული მენი · ჯერსი · კოსოვო · მადეირა · მთიანი ყარაბაღი2 · ნახიჩევანი2 · სერბიული (სრფსკას) რესპუბლიკა · დნესტრისპირეთი · ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა2, 3 ·
1 აქვს მნიშვნელოვანი ტერიტორია აზიაში. 2 მთლიანად დასავლეთ აზიაშია, მაგრამ კულტურულად, პოლიტიკურად და ისტორიულად მოიაზრება ევროპულად. 3 აღიარებულია მხოლოდ თურქეთის მიერ. 4 ნაწილობრივ ან მთლიანად აზიაში, ევროპისა და აზიის საზღვრის განსაზღვრაზე დამოკიდებულებით.


