გუდაუთა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
გუდაუთა
Гәдоуҭа
მაღაზია „გუნდა“
მაღაზია „გუნდა“
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი გუდაუთის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 43°06′ ჩ. გ. 40°37′ ა. გ. / 43.100° ჩ. გ. 40.617° ა. გ. / 43.100; 40.617
პირველი ხსენება XI საუკუნე
ქალაქი 1926  წლიდან
მოსახლეობა 15.300 კაცი (1991)
სატელეფონო კოდი +995 444[1]
საფოსტო ინდექსი 6900[2]

GEO-AB-GD.svg

Red pog.svg

გუდაუთა მდებარეობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა

Red pog.png

გუდაუთა (აფხ. Гəдоуҭа) — ქალაქი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გუდაუთის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს შავიზღვისპირა დაბლობზე, მდინარე გუდოუს შესართავთან, სოხუმიდან 37 კმ-ში. ქალაქად გამოცხადდა 1926 წელს. მოსახლეობა 15,3 ათასი (1991 წ.). გუდაუთაში არის ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის რეზიდენცია.

გუდაუთაში ბომბორის აეროდრომზე საბჭოთა პერიოდში განთავსებული იყო საბჭოთა საჰაერო თავდაცვის ძალების ბაზა, საიდანაც ცივი ომის პერიოდში სამხედრო ავიაციის 171-ე ან 529-ე დივიზიების სუ-27 ტიპის ავიამოიერიშეები დაფრინავდა.[3] ეს დივიზია ემორჩილებოდა ბაქოს საჰაერო თავდაცვის არმიას (მე-19 არმია). აფხაზეთის კონფლიქტის პერიოდში გუდაუთა იყო აფხაზ სეპარატისტთა წინააღმდეგობის ცენტრი საქართველოს მთავრობის ძალებთან ბრძოლისას 1992-93 წლებში.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბომბორას ავიაბაზა რუსეთის 50-ე სამხედრო ბაზად გადაკეთდა, შემდეგ კი მე-10 დამოუკიდებელ სამშვიდობო საჰაერო დივიზიის ბაზად. ეს ქვედანაყოფი პირდაპირ ემორჩილებოდა რუსეთის გენერალურ შტაბს.

1999 წლისთვის ავიაბაზის ეკიპირებაში შედიოდა 142 AIFV/APC (მათ შორის - 62 BMD-1 და 11 BMD-2); და 11 self- propelled საარტილერიო სისტემა 2S9 "Nona-S".[4]

ეს ბაზა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა აფხაზეთის კონფლიქტში. ქართული მხარისა და მრავალი დასავლეთი დამოუკიდებელი დამკვირვებლის მტკიცებით, გუდაუთის ბაზა მთავარი სამხედრო მხარდაჭერა იყო აფხაზი სეპარატისტებისთვის 1992-93 წლებში. 1995 წლის სექტემბერში საქართველო იძულებული გახდა ლეგიტიმური სტატუსი მიენიჭებინა რუსეთისთვის ამ ბაზის ლიზინგზე.

1999 წელს სტამბოლში ჩატარებულ ეუთოს სამიტზე რუსეთი დათანხმდა გუდაუთის ბაზის დახურვასა და საკუთარი ჯარებისა და სამხედრო ტექნიკის გაყვანას, რის შედეგადაც ეს ბაზა დსთ-ის ქვეყნების სამშვიდობოების გამოყენებაში დარჩებოდა. მიუხედავად ამისა, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ დაბლოკა ეუთო-ს ინსპექტორთა ვიზიტი და მას შემდეგ ტექნიკის გაყვანის ახალი თარიღი არ დადგენილა. საქართველოს მთავრობის მტკიცებით ეს ბაზა კვლავაც რჩება აფხაზი სეპარატისტების მთავარი სამხედრო დასაყრდენი.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნო და ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთდახმარების ხელშეკრულებები დაიდო. ეს ხელშეკრულება რუსეთს საშუალებას აძლევს მისი სამხედრო ბაზები განათავსოს გუდაუთაში, რაც ავიატექნიკასთან ერთად მოიცავს ტ-62 ტანკებს, მსუბუქ ჯავშნიან მანქანებს, ს-300 ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებსა და სხვ.[5]

გუდაუთის ბაზა დღემდე რჩება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ერთ-ერთ ძირითად პრობლემად.

ეტიმოლოგია[რედაქტირება]

Гәдоу-ҭа: Гәдоу მდინარის თავი, ҭа მდებარეობის მიმანიშნებელი ბოლოსართი.

სქოლიო[რედაქტირება]