კულაში
| დაბა
კულაში
|
კულაში - დაბა სამტრედიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე ქალაქ სამტრედიიდან 5 კმ-ის დაშორებით. დაბის სტატუსი მიენიჭა 1961 წელს. მოსახლეობა 1962 კაცი (2002). წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVI საუკუნეში. აქ იყო ფეოდალური საგვარეულოს მიქელაძეთა ციხე-დარბაზი. არის XVIII ს-ის სინაგოგა, 2005 წლიდან მოქმედებს ქართველთა და ებრაელთა ურთიერთობის მუზუემი [4]
სექციების სია |
[რედაქტირება] განათლება
კულაშში ორკლასიანი სკოლა 1895 წელს დააარსა ბერძენმა მეცენატმა კონსტანტინე კორნარს, რომელსაც კონსტანტინე მკურნალს უწოდებდნენ. ისვე ხელმძღვანეობდა სკოლას 1902 წლამდე. ამჟამად სკოლა მის სახელს ატარებს.
შენობის ფართია 1926 კვ.მ. სკოლის ტერიტორიის ფართობია 3ჰა. სკოლაში ასწავლის 28 პედაგოგი, სწავლობს 188 მოსწავლე. სკოლაში სწავლობენ როგორც კულაშის, ასევე მელაურის და ხუნჯულაურის მცხოვრებლები.
სოფელში მოქმედებს საბავშვო ბაღი.
[რედაქტირება] ცნობილი ადამიანები
კულაშში დაიბადა დრამატურგი გურამ ბათიაშვილი.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება] სქოლიო
|
|||||||||||||