ბაბანეურის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბაბანეურის ღვთისმშობლის ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაბანეურში. დგას სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ტყეში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (5,85 X 4,4 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. წყობა ირეგულარულია. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი ხის მალებით ყოფილა გადახურული - თარაზულად (შემორჩენილია ბუდეები). აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომელშიც ერთი სწორკუთხა სარკმელი და ორი ნიშია. თითო ასეთივე სარკმელი დარბაზის დანარჩენ კედლებშიცაა. საკურთხეველი დარბაზისაგან გამოყოფილია ქვის კანკელით (შემორჩენილია ერთი მეტრის სიმაღლეზე). დარბაზი შეისრული კამარითაა გადახურული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6635