ქორეთის წმინდა თევდორეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქორეთის წმინდა თევდორეს ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთში, დგას სოფლის დასავლეთით, ტყით დაფარულ ბორცვზე.

ეკლესია დარბაზულია (6,3 X 4,6 მ), დგას გალავნით შემოფარგლულ ეზოს შუაში. ნაგებია ნატეხი ქვით. გარეთა კუთხეები და ლავგარდანი შირიმის გათლილი ქვისაა. ეკლესია უაფსიდოა, აღმოსავლეთით დასრულებულია სწორი კედლით, რომელშიც მცირე ზომის სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. თითო ასეთივე სარკმელია დასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში. ერთადერთი შესასვლელი სამხრეთიდანაა. საკურთხეველი დარბაზისგან გამიჯნულია კანკელით, რომელიც ინტერიერის ცენტრალურ ნაწილში დგას. შიგანით ეკლესია გადახურულია დადაბლებული პროპორციების სხმული კამარით. კამარის ქუსლი გრძივ კედლებს არ ერწყმის (შეჭრილია კედელში) და ორივე ქუსლის დონეზე (მთელ სიგრძეზე) პატარა საფეხურს ქმნის. ეკლესიის კედლებს თაროსებრი ლავგარდნის ფრაგმენტებიღა შემორჩათ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]