კასპი
| ქალაქი
კასპი
|
კასპი — ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. გაშენებულია მდინარე ლეხურის ნაპირებზე, იქ, სადაც მდინარე კვეთს კვერნაქის სერს და გამოდის ვაკეზე. რკინიგზის სადგური ზღვის დონიდან 560 მ, თბილისიდან 48 კმ. ქალაქად გამოცხადდა 1959 წელს. მოსახლეობა 15,2 ათასი (2002 წ.
სექციების სია |
[რედაქტირება] ისტორია
კასპის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა და მატერიალური კულტურის ძეგლები მოწმობს, რომ აქ ადამინი უწყვეტად ცხოვრობს ქვის ხანიდან დღემდე. თანამედროვე ქალაქი კასპი დასახლებული ყოფილა ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში. მემატიანე ლეონტი მროველი (XI ს.) ქალაქის დაარსებას მითური მცხეთოსის ძეს ეთნარქ უფლოსს მიაწერს. კასპი იხსენიება უძველეს ქართულ ქალაქებთან (სარკინე, ურბნისი, ოძრხე) ერთად. „მოქცევაი ქართლისაის“ მიხედვით ძვ. წ. I ს-ში მეფე არსუკმა „კასპი შეიპყრა და უფლისციხე განაგო“ კასპი იხსენიება ქართლის გაქრისტიანებასთან დაკავშირებითაც. კასპი განსაკუთრებით V საუკუნეში დაწინაურდა. ქალაქს დიდი სამხედრო-სტრატეგიული და კულტურული მნიშვნელობა ჰქონდა, ჰყავდა საკუთარი სპასალარი და წარმოადგენდა გარკვეული სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეულის „კასპის სასპასალაროს“ ცენტრს. კასპში იზრდებოდა ვახტანგ გორგასალის და მირანდუხტი. VIII ს-ის 30-აინ წლებში არაბთა სარდალმა მურვან-ყრუმ ქალაქი ისე ააოხრა, რომ მასში საბოლოოდ ჩაკვდა საქალაქო ცხოვრება. „და იყო ქალაქი ყრუმდე, ხოლო აწ არს დაბა დიდი“ — აღნიშნავს ვახუშტი ბაგრატიონი, საქართველოს ერთიანი ფეოდალური სამეფოს არსებობის პერიოდში (XI-XV სს). XV საუკუნიდან ეკუთვნოდა მსხვილ ფეოდალურ საგვარეულოს — ამილახვრებს. ადმინისტრაციულად კი ქართლის საერისთავოს შემადგენლობაშიიყო. სათავადოთა სისტემის წარმოქმნის შემდეგ (XV ს-ის II ნახევარში ქართლის მეფე სიმონ I-მა კასპი ბარძიმ ამილახვარს ჩამოართვა და სვეტიცხოველს შესწირა. XIX საუკუნეში კასპი სოფლის ტიპის დასახლებას წარმოადგენდა.
[რედაქტირება] რელიეფი
ქალაქი ძირითადად გორაკ-ბორცვებზეა გაშენებული. ჰავა სტეპურიდან ნოტიოზე გარდამავალი. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და მშრალი ცხელი ზაფხული. ჰაერის საშუალო წლის ტემპერატურა 11,4°C, იანვარში 0,5°C, აგვისტოში 23°C. აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა — 27°C, აბსოლუტური მასიმალური 40°C. მალექები 450 მმ წელიწადში.
ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. კასპში შემორჩენილია ფეოდალური ხანის ეკლესიები — კვირაცხოველი, ღვთისმშობელი და „შუბნიშანი“. კასპში დგას გიორგი სააკაძის ძეგლი და 1941-1945 დიდ სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალი (1971, მოქანდაკე მ. ბერძენიშვილი, არქიტ. გ. ჯაფარიძე).
[რედაქტირება] ეკონომიკა
კასპი საქართველოში საშენ მასალათა წარმოების ცენტრია. ამჟამად ქალაქში მოქმედებს, ცემენტის, სპირტის, საკონსერვო, საკონდიტრო ქარხნები. ბლოკის, გაჯის, ბლასტმასეულობის ცეხები და წისქვილკომბინატი. საბჭოთა ეპოქაში კასპში ასევე მოქმედებდა ცემენტ-შიფერის კომბინატი ელექტრო და ბლოკის ქარხნები.
[რედაქტირება] განაშენიანება
XX საუკუნის დასაწყისამდე კასპი დაბის ტიპის დასახლებას წარმოადგენდა. 1931 წელს კასპში ცემენტის ქარხანა აშენდა რამაც საფუძველი დაუდო ქალაქის განვითარებას. შემდეგი 70 წლის მანძილზე კასპი დაახლოებით 8-ჯერ გაიზარდა. ქალაქი იყოფა რამდენიმე სხვადასხვა დროს განაშენიანებულ უბნებად: ძველი კასპი, ქეჩარუხის დასახლება, ვარჯაანის დასახლება, წერტი, ქარწისი, მაცხოვრის უბანი, გერების უბანი, ინდუსტრიული ნაწილი იგივე ქარხნის უბანი და შედარებით გვიან განაშენიანებული: მიკრორაიონების დასახლება(მასივი). კასპს ორ: აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად ჰყოფს მდინარე ლეხურა. ქალაქში ძირითად საბჭოთა სტილის განაშენიანებაა. ძველი უბნები სტიქიურად, მჭიდროდ არის გაშენებული აქ ვიწრო, ასიმეტრიული ქუჩებია. მოგვიანებით განაშენიანებულ უბნებში გვხვდება ფართო, გამზირის ტიპის ქუჩები. 70-იან წლებში აშენდა დავით აღმაშენებლის სანაპირო რის შედეგადაც ქალაქზე გამავალმა მოძრაობამ მ.კოსტავას ქუჩიდან სანაპიროს მიმართულებით გადაინაცვლა. იმავე 70-იან წლებში აშენდა ქალაქის ცენტრალური: გ.სააკაძის მოედანი 1971 წელს კი ამავე მოედანზე აღიმართა გიორგი სააკაძის მონუმენტი. რაიონის ადმინისტრაციული შენობები ძირითადად განთავსებულია ქალაქის მთავარ მ.კოსტავას ქუჩაზე. კასპში ყველაზე მაღლივი შენობა 8-სართულიანია. ქალაქის სამრეწველო ნაწილი ძირითადად რკინიგზის შემოგარენშია განთავსებული.
[რედაქტირება] რუსეთ-საქართველოს ომი და კასპი
2008 წლის მოვლენებისას თბილისის დაცვის ერთი ხაზი გადიოდა ქალაქ კასპზე. რუსეთ-საქართველოს ომი (2008) წლის 12 აგვისტოს 01:19 საათზე კასპი რუსული მოიერიშეების მიერ დაიბომბა. მნიშვნელოვნად დაზიანდა ქალაქში გამავალი საქართველოს რკიმიგზის ცენტრალური მაგისტრალი, ადგილობრივი მნიშვნელობის ხიდი, ზარალი მიადგა კასპის ცემენტის ქარხანას რომელიც საქართველოს მნიშვნელოვან ინდუსტრიულ ცენტრს წარმოადგენს. დაბომბვისას გარდაიცვალა 1 ადამიანი დაიჭრა დაახ.17 კაცი. 19 აგვისტოს ქალაქ კასპში შემოვიდა რუს ოკუპანტთა დაახ.10 ერთეული ჯავშანტექნიკა, რომელთაც დაიკავეს ქალაქის შემოსასვლელები ერთი თვის მანძილზე. მას შემდეგ რაც საოკუპაციო ძალებმა ქალაქი დატოვეს დაზიანებული ინფრასტრუქტურა სრულად აღდგენილ იქნა. (ნ.ჯოხაძე)
[რედაქტირება] კასპი დღეს
დღეისათვის კასპში მიმდინარეობს სარეაბილიტაციო პროექტები, წყლალ-კანალისა და საგზაო კომუნიკაციების აღდგენა, ქალაქში უკვე შექმნილია გარე განათების სრული ქსელი. ამჟამად მოსახლეობას ინტერნეტი მიეწოდება სრული მოცულობით. ქალაქში განახლდა ცენტრალური სკვერი უკვე მოქმედებს სხვადასხვა ბანკების ხუთი ფილიალი და ბანკომატები. განახლდა საჯარო რეესტრისა და მომსახურების სააგენტოს ოფისები. აშენდა პოლიციის რაიონული განყოფილების ახალი შენობა. დღეისათვის ქალაქ კასპში მოქმედებს კულტურის სახლი, განახლებული რიტუალების სახლი, ინდუსტრიული კოლეჯი, ხუთი საჯარო და ერთი კერძო სკოლა, ორი სახელოვნებო სკოლა, ჭიდაობის სპორტ დარბაზი , საფეხბურთო სკოლა და სტადიონი. კასპს ჰყავს ფეხბურთის ახალგაზრდული კლუბი, (კასპის განთიადი) ასევე ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი (დიდგორი). (19/07/2010 ავტ: ნ.ჯოხაძე ვ.ზანგური)
[რედაქტირება] გალერეა
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ჯაოშვილი ვ., გვასალია ჯ., ქსე, ტ. 5, გვ. 425, თბ., 1980
[რედაქტირება] სქოლიო
|
||||||||||
|
||||||||
