შიდა ქართლის მხარე

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შიდა ქართლის მხარე
ShidaKartliLocationinGeorgia.svg
ადმინისტრაციული ცენტრი გორი
სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ტატიშვილი[1]
რეგიონის კოდი GE-SK
რაიონი 5
ფართობი 6.200 კმ²
მოსახლეობის რაოდენობა 314,039 (2002)

შიდა ქართლი – მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინცია შიდა ქართლის ცენტრალურ ნაწილს. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-SK. მხარის ჩრდილოეთი ნაწილი მოიცავს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის დიდ ნაწილს, რომლის ავტონომიის სტატუსი გაუქმებულ იქნა საქართველოს სსრ კავშირიდან გამოსვლის შემდეგ, რასაც კონფლიქტი და მთავრობის მიერ ამ რეგიონზე კონტროლის დაკარგვა მოჰყვა. შიდა ქართლის მხარე ში მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულები:

სექციების სია

[რედაქტირება] ადმინისტრაციული დაყოფა

რუკა მუნიციპალიტეტები
SK-Ka.svg
ქალაქი ცხინვალი
გორის მუნიციპალიტეტი
კასპის მუნიციპალიტეტი
ქარელის მუნიციპალიტეტი
ხაშურის მუნიციპალიტეტი
ჯავის მუნიციპალიტეტი

[რედაქტირება] ზოგადი ცნობები

  • ტერიტორიის ფართობი _ 6200 კვ.კმ (მათ შორის ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის ქვეშაა

4807 კვ.კმ)

  • ადმინისტრაციული ცენტრი – ქ. გორი
  • მანძილი ადმინისტრაციულ ცენტრსა და თბილისს შორის – 75კმ.
  • კლიმატი – მხარის კლიმატი კონტინენტურია, საშუალო წლიური ტემპერატურაა დაახლოებით 11 C0,

შესაძლებელი მაქსიმუმია 42 C0, ხოლო შესაძლებელი მინიმუმი -32 C0. ქარის ენერგეტიკული რესურსი (1000 კვტ/სთ 1 კმ2-ზე) _ 1000-1500. ნალექების რაოდენობა წელიწადში საშუალოდ 500 მმ-ია, მაქსიმუმი – 760 მმ, მინიმუმი 330 მმ.

  • წყლის ძირითადი არტერიები - მხარის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები: მტკვარი, დიდი და პატარა

ლიახვი, მეჯუდა, ტანა, ქსანი, თორთლა, თეძამი, ჭარებულა, ლეხურა, სურამულა, ფრონე, ძამა და სხვა. ასევე შიდა ქართლში მოედინება ბუნებრივი სამკურნალო წყლები და სუფთა წყაროს წყლები.

მხარის იმ ნაწილში, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებს, 373 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:


[რედაქტირება] ადგილობრივი მმართველობა

შიდა ქართლში აღმასრულებელ ხელისუფლებას განახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული. მისი ფუნქციებია უზრუნველყოს რეგიონში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის კოორდინაცია, რესურსების მობილიზება, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა, ადამიანის უფლებების დაცვა და სხვა.

მხარეში ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება წარმომადგენლობითი (საკრებულო) და აღმასრულებელი ორგანოების მიერ შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით: გორის მუნიციპალიტეტი; კასპის მუნიციპალიტეტი; ქარელის მუნიციპალიტეტი; ხაშურის მუნიციპალიტეტი; ერედვის მუნიციპალიტეტი; ქურთის მუნიციპალიტეტი; თიღვის მუნიციპალიტეტი.

მხარის ადმინისტრაციული ერთეულებია: ქალაქის მერია - 1, რაიონის გამგეობა - 3, სადაბო საკრებულო - 2, სოფლის საკრებულო - 65 (მათ შორის ერედვისა და ქურთის საკრებულოები). საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება ჯავის რაიონის 8, ყოფილი ყორნისის რაიონის 5 და ყოფილი ცხინვალის რაიონის 6 საკრებულოზე. მხარეში სახელმწიფო მმართველობას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული სახელმწიფო რწმუნებული. ამ თანამდებობაზე, რომელიც შემოღებულ იქნა 1995 წლის მარტში, დღემდე მუშაობდნენ:


[რედაქტირება] ეკონომიკა

მხარის განვითარების პერსპექტივა დიდად არის დამოკიდებული საქართველოს მთავრობასა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეჟიმს შორის პოლიტიკური შერიგების წინსვლაზე. მხარის სამხრეთი ნაწილი საქართველოს ძირითადი საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალის გასწვრივ არის განლაგებული და მნიშვნელოვანი სამრეწველო პოტენციალი აქვს (გორი, კასპი, აგარა). გორის რაიონი მეხილეობის ცენტრია.

[რედაქტირება] ღირშესანიშნაობები

მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია:


[რედაქტირება] ისტორია

მხარის ადრინდელი ისტორია იხილეთ სტატიებში:


[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება] სქოლიო


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე