აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
| აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა |
|
|---|---|
| ზოგადი ცნობები | |
| რეგიონის კოდი: | GE-AJ |
| ფართობი: | 2.900 კმ² |
| მოსახლეობა: | 383 ათასი (2009) |
| ადმ. ერთეულები: | 1 ქალაქი, 5 მუნიციპალიტეტი |
| დედაქალაქი: | ბათუმი |
| უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე: |
ავთანდილ ბერიძე |
| მთავრობის თავმჯდომარე: |
არჩილ ხაბაძე |
| ფოტოგალერეა | |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს შემადგენლობაში. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-AJ. მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინციების აჭარის და ლაზეთის (ნაწილობრივ) ტერიტორიას. რესპუბლიკას გააჩნია საკუთარი დროშა და გერბი. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შედის შემდეგი ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულები:
სექციების სია |
ადმინისტრაციული დაყოფა [რედაქტირება]
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ადმინისტრაციულად 1 თვითმმართველ ქალაქად (ბათუმი) და 5 მუნიციპალიტეტად იყოფა:
| რუკა | მუნიციპალიტეტები |
|---|---|
| ქედის მუნიციპალიტეტი | |
| ქობულეთის მუნიციპალიტეტი | |
| ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი | |
| შუახევის მუნიციპალიტეტი | |
| ხულოს მუნიციპალიტეტი |
ზოგადი ცნობები [რედაქტირება]
აჭარა განლაგებულია საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, სამხრეთით ესაზღვრება თურქეთს. ფართობი შეადგენს 2900 კვ.კმ–ს, მოსახლეობა – დაახლოებით 376 ათასს, მოსახლეობის სიმჭიდროვე – 130 კაცს. ავტონომიის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ბათუმი. ავტონომიის ტერიტორიაზე 342 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:
- ქალაქი - 2: ბათუმი, ქობულეთი;
- დაბა – 7: მახინჯაური, ჩაქვი, ოჩხამური, ქედა, ხელვაჩაური, შუახევი, ხულო.
- სოფელი - 333.
ისტორია [რედაქტირება]
1877–78 წლების რუსეთ–ოსმალეთის ომის შემდეგ აჭარის ტერიტორია რუსეთის იმპერიის ფარგლებში მოექცა ბათუმის ოლქის სახელით. 1918-20 წლებში ოკუპირებული იყო ჯერ თურქების, შემდეგ ინგლისელების მიერ. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, 1921 წელს დაარსდა აჭარის ავტონომიური რესუბლიკა საქართველოს შემადგენლობაში. 1990 წლის ბოლოდან ეწოდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა.
აჭარის ადრინდელი ისტორია იხილეთ სტატიებში:
ადგილობრივი მმართველობა [რედაქტირება]
ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით საკანონმდებლო ორგანოა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო (30 წევრი), რომელიც აირჩევა 5 წლით. აღმასრულებელი ორგანო - მინისტრთა საბჭო.
- აჭარის ავტონომიის მეთაური
- 2001-2004 - ასლან აბაშიძე
- 2004-2012 - ლევან ვარშალომიძე
- 2012- არჩილ ხაბაძე
- უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები:
- მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეები:
- ვახტანგ აბაშიძე
- რევაზ შამილიშვილი
- როსტომ ჯაფარიძე
- 2004-2012: ლევან ვარშალომიძე
- 2012-არჩილ ხაბაძე
ეკონომიკა [რედაქტირება]
აჭარა ძირითადად აგრარული რეგიონია, სადაც მისდევენ სუბტროპიკული კულტურების (ჩაი, ციტრუსები) მოყვანას. მნიშვნელოვანი დარგებია აგრეთვე: ნავთობის მრეწველობა, მანქანათ-მშენებლობა და ტურიზმი. ნავთობი მოედინება ბათუმიდან, რომელიც წარმოადგენს გაზსადენის ბოლო პუნქტს. ბათუმის, როგორც საპორტო ქალაქის მნიშვნელობა გაიზარდა თურქეთ-საქართველოს საზღვრის გახსნის შემდეგ სარფთან.
ღირშესანიშნაობები [რედაქტირება]
ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია:
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
- ქალაქ ბათუმის მერია
- ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი
- აჭარის ტელევიზია
|
||||||||
|
|||||||||||||||||