წაღვერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დაბა
წაღვერი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ბორჯომის მუნიციპალიტეტი
თემი წაღვერი
კოორდინატები 41°47′54″ ჩ. გ. 43°28′57″ ა. გ. / 41.79833° ჩ. გ. 43.48250° ა. გ. / 41.79833; 43.48250
ამჟამინდელი სტატუსი 1926
ცენტრის სიმაღლე 1030
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 799[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 89,7 %
სომხები 8,0 %
ოსები 1,1 %
რუსები 0,75 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 367[2]
საფოსტო ინდექსი 1200[3]
წაღვერი — საქართველო
წაღვერი
წაღვერი — სამცხე-ჯავახეთის მხარე
წაღვერი

წაღვერიდაბა ბორჯომის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: დაბა, ტიმოთესუბანი, მზეთამზე). დაბის სტატუსი მიიღო 1926 წელს. მოსახლეობა 799 ადამიანი (2014)[1].

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წაღვერი მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთებზე, ზღვის დონიდან 1020-1130 მ-ის სიმაღლეზე, ბორჯომიდან 14 კმ-ზე მის სამხრეთ-აღმოსავლეთით. წაღვერზე გადის ბორჯომი-ახალქალაქის საავტომობილო გზა.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა
1989 1167[4]
2002 1051[4]
2014 799

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვახუშტისთან ფიგურირებს „წაღველი“. ფიქრობენ, რომ ეს ისეთივე ტოპონიმია, როგორც წაღვლი (მდებარეობს შიდა ქართლში). მათი პირველსახე წიაღველი უნდა იყოს, რაც ნიშნავს იქითა ანუ გაღმა მდებარე ველს. XIX ს-ის 30-იან წლებში მეფის მთავრობამ პოლტავის გუბერნიიდან გადმოსახლებულთა ნაწილი აქ ჩამოასახლა. წაღვერში ნაპოვნია გვიან ბრინჯაოს ხანის სახელოსნოს ნაშთები.

კურორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წაღვერი კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. მოიპოვება მინერალური წყლები.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“
  3. საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
  4. 4.0 4.1 მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.