წალკა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
წალკა
ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია წალკაში
ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია წალკაში
დროშა გერბი
დროშა გერბი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი წალკის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°35′ ჩ. გ. 44°05′ ა. გ. / 41.583° ჩ. გ. 44.083° ა. გ. / 41.583; 44.083
ქალაქი 1984  წლიდან
მოსახლეობა 1,7 კაცი (2002)
სატელეფონო კოდი +995 363[1]
საფოსტო ინდექსი 5300[2]

GEO-KKL-TS.svg

Red pog.svg

წალკა — ქალაქი საქართველოში, წალკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. წალკის თემის ცენტრი (სოფ. ტბეთი). მდებარეობს წალკის ქვაბულში, წალკის წყალსაცავისა და მდინარე ხრამის ნაპირზე, ზღვის დონიდან 1460 მ სიმაღლეზე. მისი ძველი სახელია ეძანი, მოგვიანებით ბარმაქსიზი (1932 წლამდე). ისტორიული წალკა წყალსაცავმა დაფარა. X-XV საუკუნეებში თრიალეთის რელიგიურ-ადმინისტრაციული ცენტრი იყო. აქ იჯდა ეპისკოპოსი წალკელი. ქალაქად გამოცხადდა 1984 წელს. მოსახლეობა 1,7 ათასი (2002 წ.). ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. ისტორიულ ძეგლთაგან აღსანიშნავია ეძანის VI საუკუნის სამეკლესიიანი ბაზილიკა, მეორე ეკლესია X საუკუნეს მიეკუთვნება. წალკაში არის მანგლისისა და წალკის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.

სქოლიო[რედაქტირება]


მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=წალკა&oldid=2591854“-დან