ლაგოდეხი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ლაგოდეხი
GEO-KK-LG.svg
დროშა გერბი
დროშა გერბი
ქვეყანა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
კოორდ. 41°49′00″ ჩ. გ. 46°17′00″ ა. გ. / 
პირველი ხსენება VIII საუკუნე
ქალაქი 1962  წლიდან
მოსახლეობა 6.875 ათასი კაცი (2002)
ტელ. კოდი +995 354[1]
საფოსტო ინდექსი 2700[2]

GEO-KK-LG.svg

Red pog.svg

ლაგოდეხი მდებარეობა კახეთის მხარე

Red pog.png

ლაგოდეხი — ქალაქი აღმოლსავლეთ საქართველოში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქად გამოცხადდა 1962 წელს. მოსახლეობა 6.875 ათასი (2002 წ.).[3] მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთის ძირში, მდინარე ლაგოდეხისწყლის (მაწიმისწყლის მარჯვენა შენაკადი) ნაპირებზე, წნორ-ბელაქნის საავტომობილო გზაზე (ქალაქიდან გზატკეცილი გადის ყვარლის მიმართულებითაც). ზღვის დონიდან 435 მ, თბილისიდან 165 კმ (თბილისთან დაკავშირებულია საჰაერო ხაზითაც). წნორიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 38 კმ. ლაგოდეხში ზომიერად ნოტიო ჰავაა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 12,6°C, იანვარში 0,9°C, აგვისტოში 24°C. აბსოლუტური მინიმალური –23°C, აბსოლუტური მაქსიმალური 38°C. ნალექები 1080 მმ წელიწადში.

ლაგოდეხი წყაროებში ცნობილია აგრეთვე ლაგოეთის, ლაკუათის და ლაკუასტის სახელწოდებით. პირველად დამოწმებულია VIII ს-ში (ადმინისტრაციული ერთეული ლაკუასტის ხევი), როცა ერისმთავარმა არჩილმა აქ ციხე-სიმაგრე ააგო. XI ს-ში აქ იყო ჰერეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონასტერი. ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. ლაგოდეხის სიახლოვეს მდებარეობს ლაგოდეხის ნაკრძალი. ლაგოდეხში არის ნეკრესის ეპარქიის რეზიდენცია.

[რედაქტირება] ლიტერატურა

[რედაქტირება] სქოლიო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე