ქვემო ქართლის მხარე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქვემო ქართლის მხარე
KvemoKartliLocationinGeorgia.svg
ადმინისტრაციული ცენტრი რუსთავი
სახელმწიფო რწმუნებული დავით კირკიტაძე
რეგიონის კოდი GE-KK
რაიონი 6+1 ქალაქი
ფართობი 6 528 კმ²
მოსახლეობის რაოდენობა 511,2 ათასი (2013)

ქვემო ქართლის მხარე — მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების ქვემო ქართლის და თრიალეთის ტერიტორიებს. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-KK. ქვემო ქართლის მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები:

ქვემო ქართლის უმეტესი ნაწილი თბილისიდან სამხრეთით მდებარეობს. მისი საზღვრები ძირითადად ემთხვევა ისტორიული პროვინციის საზღვრებს, თუმცა აერთიანებს გარე კახეთის ნაწილსაც (კუხეთი და გარდაბანი). ჩრდილოეთი და დასავლეთი საზღვრები მიუყვება თრიალეთისა და სამსარის ქედებს. სამხრეთიდან ესაზღვრება აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკები.

ზოგადი ცნობები[რედაქტირება]

ქვემო ქართლი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური მხარეა. მას თბილისის შემდეგ, მეორე ადგილი უკავია სამრეწველო პროდუქციის წარმოების მხრივ. მხარის ფართობი შეადგენს 6528 კვ.კმ-ს, რაც საქართველოს საერთო ფართობის 10%-ია. საქართველოს მხარეებს შორის ქვემო ქართლს ფართობით მე-4 ადგილი უკავია, ხოლო მოსახლეობით მე-3. მოსახლეობა — 497 ათასს, მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ-ზე — 76 კაცს. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი რუსთავი. მხარეში 353 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:

მოსახლეობა[რედაქტირება]

ქვემო ქართლის მოსახლეობა 511,2 ათასი ადამიანია, რაც საქართველოს მოსახლეობის 11,4%- ია. მოსახლეობის 45,1% ეთნიკურად აზერბაიჯანელია, 44,7% ქართველი, 6,4% - სომეხი, ხოლო 3,8% - აფხაზი, ოსი, რუსი, ბერძენი, უკრაინელი და ქურთი. ამასთან, რუსთავსა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ჭარბობენ ეთნიკურად ქართველები, წალკის მუნიციპალიტეტში - სომხები და ბერძნები, ხოლო გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში - აზერბაიჯანელები.

მმართველობა[რედაქტირება]

რუკა მუნიციპალიტეტები
KK-Ka.svg
ქალაქი რუსთავი
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
დმანისის მუნიციპალიტეტი
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
მარნეულის მუნიციპალიტეტი
წალკის მუნიციპალიტეტი

მხარის ადმინისტრაციული ერთეულებია: ქალაქის მერია — 1, რაიონის გამგეობა — 6, სადაბო საკრებულო — 8, სოფლის საკრებულო — 86. მხარეში სახელმწიფო მმართველობას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული სახელმწიფო რწმუნებული. ამ თანამდებობაზე, რომელიც შემოღებულ იქნა 1994 წლის ოქტომბერში, დღემდე მუშაობდნენ:

ეკონომიკა[რედაქტირება]

მხარეს თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო კარგი სატრანსპორტო კავშირები აქვს. აქ გადის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებთან დამაკავშირებელი საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალები. მთავარი სამრეწველო ქალაქებია რუსთავი და მარნეული. მხარე საქართველოს საერთო საწარმოო მოცულობის 15-20%–ს იძლევა.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება]

მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია:

ისტორია[რედაქტირება]

მხარის ადრინდელი ისტორია იხილეთ სტატიებში:

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]