თელავი
ვიკიპედიიდან
| ქალაქი
თელავი
|
თელავი, ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, გომბორის ქედის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი კალთის ძირას და ალაზნის ვაკეზე. კახეთის მხარის და თელავის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. თბილის-თელავის სარკინიგზო ხაზის ბოლო სადგური. ზღვის დონიდან 550-800 მ, თბილისიდან 158 კმ. ქალაქად გამოცხადდა 1801 წელს. მოსახლეობა 21,8 ათასი (2002 წ.).
ახლანდელი თელავის ტერიტორიაზე პირველი დასახლება გვიანდელი ბრინჯაოს ხანაში გაჩნდა, ელინისტურ ხანაში განვითარდა, ხოლო გვიანდელ ანტიკურ ხანაში მის ბაზაზე წარმოიქმნა ქალაქის ტიპის დასახლება.
პირველად მოხსენიებულია ძველი ბერძენი გეოგრაფის კლავდიოს პტოლომეს (II ს.) “გეოგრაფიაში” "Teleda-ს" ფორმით. ქართულ წყაროებში გვხვდება XI საუკუნიდან, როდესაც იგი კახეთ-ჰერეთის სამთავროს ცენტრი გახდა. XII საუკუნეში იგი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი იყო განვითარებული ვაჭრობითა და ხელოსნობით. თელავზე გადიოდა სავაჭრო-საქარავნო გზები. XIII საუკუნის II ნახევრიდან, მონღოლთა ლაშქრობების შემდეგ მისი მნიშვნელობა დაეცა. შემდგომში იგი მონღოლი მოხელის სადუნ მანკაბერდელის საკუთრება გახდა. XV-XVI სს-ში თელავი ისევ დაწინაურდა. XVII საუკუნეში ქალაქის შემდგომი განვითარება შეაფერხა ირანის შაჰის აბას I-ის ლაშქრობებმა. XVII საუკუნის II ნახევარში კახეთის მეფე არჩილ II-მ თავისი რეზიდენცია გრემიდან თელავში გადმოიტანა. ამ პერიოდიდან თლავი მწიგნობრობის კერად იქცა. აქ სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ არჩილ II, დავით II (მამყული-ხანი), თეიმურაზ II, საიატნოვა და სხვა. თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის ოჯახში დამკვიდრებულ ლიტერატურულ ტრადიციებზე აღიზარდა ქართველ ბატონიშვილთა მთელი თაობა. 1758 წელს თელავში დაარსდა საფილოსოფოსო-საღვთისმეტყველო სკოლა, რომელიც 1782 წელს სემინარიად გადაკეთდა. აქ საგანმანათლებლო და შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდნენ ფილიპე ყაითმაზაშვილი, გაიოზ რექტორი, დავით რექტორი და სხვა.
ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების (1801) შემდეგ თელავი ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის თელავის მაზრის ცენტრი გახდა.
[რედაქტირება] მნიშვნელობა
თელავი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი, სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო (მეღვინეობის) და კულტურული ცენტრია. აქ არის პედაგოგიური უნივერსიტეტი, თეატრი, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი. ქალაქის ღირშესანიშნაობებია: ღვთაების ბაზილიკა (VI-VII სს.), ციხე-სიმაგრე ძველი გალავანი (X-XI სს.). თელავში არის ალავერდის ეპარქიის რეზიდენცია.
[რედაქტირება] გალერეა
აფხაზეთი : სოხუმი · ტყვარჩელი · გაგრა · გუდაუთა · გალი · ოჩამჩირე · ახალი ათონი · გულრიფში · ბიჭვინთა · განთიადი · მიუსერა.
აჭარა : ბათუმი, ქობულეთი · მახინჯაური · ჩაქვი · ოჩხამური · ქედა · ხელვაჩაური · შუახევი · ხულო
გურია : ოზურგეთი, ლანჩხუთი · ლაითური · ნარუჯა · ქვედა ნასაკირალი · ურეკი · ჩოხატაური
იმერეთი : ქუთაისი, ტყიბული · წყალტუბო · ჭიათურა · ბაღდათი · ვანი · ზესტაფონი · თერჯოლა · სამტრედია · საჩხერე · ხონი · შორაპანი · კულაში · ხარაგაული
კახეთი : თელავი, ახმეტა · გურჯაანი · დედოფლისწყარო · ლაგოდეხი · საგარეჯო · სიღნაღი · ყვარელი · წნორი · მირზაანი
სამეგრელო : ფოთი, ზუგდიდი, აბაშა · მარტვილი · სენაკი · ფოთი · წალენჯიხა · ჯვარი · ხობი · ჩხოროწყუ
სამცხე-ჯავახეთი : ახალქალაქი, ახალციხე · ბორჯომი · ვალე · ნინოწმინდა · ბაკურიანი · ბაკურიანის ანდეზიტი · წაღვერი · ახალდაბა · ადიგენი · აბასთუმანი · ასპინძა
რაჭა-ლეჩხუმი-სვანეთი : ამბროლაური, ონი · ცაგერი · მესტია · ლენტეხი · ხარისთვალა
ქართლი : გორი, კასპი · ქარელი · ცხინვალი · ხაშური · მცხეთა · დუშეთი · რუსთავი · ბოლნისი · გარდაბანი · დმანისი · თეთრი წყარო · მარნეული · წალკა · დიდი ლილო · კოჯორი · კაზრეთი · მანგლისი · თამარისი · შაუმიანი · ბედიანი · თრიალეთი · სურამი · აგარა · ზაჰესი · ახალგორი · ჟინვალი · ფასანაური · თიანეთი · სიონი · სტეფანწმინდა
თვითმმართველი ქალაქები : თბილისი · ბათუმი · ქუთაისი · რუსთავი · ფოთი
- ↑ კურსივით აღნიშნულია დაბები.

