ვალე

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ვალე
ქალაქ ვალეს შესასვლელიჯაბა ლაბაძის სურათი
ქალაქ ვალეს შესასვლელი
ჯაბა ლაბაძის სურათი
დროშა გერბი
დროშა გერბი
ქვეყანა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
კოორდ. 41°37′00″ ჩ. გ. 42°52′00″ ა. გ. / 
პირველი ხსენება XVI საუკუნე
ქალაქი 1962  წლიდან
მოსახლეობა 5.000 კაცი (2002)
დროის სარტყელი UTC+4
ტელ. კოდი +995 365[1]
საფოსტო ინდექსი 0800[2]

ვალე მდებარეობა საქართველო

Red pog.svg

ვალე მდებარეობა სამცხე-ჯავახეთის მხარე

Red pog.png

ვალე, ქალაქი ახალციხის მუნიციპალიტეტში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში.

მდებარეობს მდინარე ფოცხოვისწყლის მარჯვენა ნაპირზე, ერუშეთის ქედის სუსტად დახრილ ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1000-1200 მ. ახალციხიდან 12 კმ.

ვალეში მთიანეთის სტეპის ჰავაა. იცის ცივი მცირეთოვლიანი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 9 °C, იანვარში — 3,8 °C, ივლისი 20,2 °C. ნალექები 550 მმ წელიწადში.

ვალე, როგორც ქალაქი, წარმოიქმნა მურა ნახშირის მოპოვებასთან დაკავშირებით, მაგრამ დაბალი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების გამო ნახშირის მოპოვება 1974 წლიდან შემცირდა. ვალეში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები,რკინიგზის სადგური

ვალეში არის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — ღვთისმშობლის ეკლესია (X-XVI სს.). ახლანდელი ნაგებობა სამნავიანი ბაზილიკაა (XVI ს.), თავდაპირველად კი გუმბათოვანი ტაძარი ყოფილა (X საუკუნის უკანასკნელი მეოთხედი). ფასადზე შემორჩენილია პირვანდელი ტაძრის საკმაოდ მდიდრული დეკორი: კარ-სარკმლის მორთულობა, კარნიზები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რელიეფური ქანდაკების ნიმუშები — აღმოსავლეთ ცენტრალური სარკმლის კომპოზიცია, საერო პირთა ფიგურები სამხრეთ ფასადზე, დასავლეთი კარის ტიმპანის ცხენოსანთა გამოსახულებანი და სხვა. სამრეკლო შენობის სახურავის კეხზე XVIII ან XIX საუკუნეებში უნდა იყოს დადგმული.

[რედაქტირება] სქოლიო

  1. საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“
  2. საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ვალე&oldid=1925772-დან“
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე