წალენჯიხა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
წალენჯიხა
წალენჯიხის შესასვლელი
წალენჯიხის შესასვლელი
დროშა გერბი
დროშა გერბი
ქვეყანა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
კოორდ. 42°36′00″ ჩ. გ. 42°05′00″ ა. გ. / 
ქალაქი 1964  წლიდან
მოსახლეობა 8.900 კაცი (2002)
დროის სარტყელი UTC+4
ტელ. კოდი +995 416[1]
საფოსტო ინდექსი 5200[2]
ოფიციალური საიტი http://www.tsalenjikha.ge
წალენჯიხა (საქართველო)
Red pog.svg
წალენჯიხა (სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე)
Red pog.png

წალენჯიხა, ქალაქი საქართველოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე ჭანისწყლის ნაპირზე, ზღვის დონიდან 222 მ სიმაღლეზე. ქალაქად გამოცხადდა 1964 წელს. მოსახლეობა 8,9 ათასი (2002 წ.). ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები.

სექციების სია

[რედაქტირება] ეტიმოლოგია

აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას უდავოდ მიაჩნია რომ ‘წენი" ანუ ‘წანი" იყო ერთ-ერთი ტომთაგანი ჭანური-მეგრული განშტოებისა და არა საკუთრივ ზანები, დღევანდელი მეგრელები, სწორედ ამ „წანი“ ტომისაგან მიიღო თავისი სახელწოდება ამ ადგილმა და იმ ციხემ (ჯიხამ), რომელიც მათ ეკუთვნოდათ (წენ-დიხა) და იმ მდინარემაც, რომელიც ციხეს ჩაუდიოდა (წენ-წყალი).

[რედაქტირება] ისტორია

წალენჯიხა, მეგრული „წენდიხა“, ჭანისწყალი მეგრული „წენწყარი“ მდინარისა და გეოგრაფიული პუნქტის ამგვარი სახელწოდებანი დადასტურებულია როგორც ქართული, ასევე უცხოური წყაროების მიერ. წალენჯიხა და მისი მიდამოები დასავლურ ქართველ ტომთა თავდაპირველი სამოსახლო ადგილი ყოფილა. ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორია დასახლებული ყოფილა ჯერ კიდევ მაშინ, როცა ადამიანი ქვისა და ბრინჯაოს იარაღებს ხმარობდა. წალენჯიხის ტერიტორიაზე დასავლურ ქართული ტომები სწორედ რომ ამ ხანიდან ცხოვრობდნენ. ამაზე მიუთითებს თვით ამ პუნქტისა და მდინარის სახელწოდებანი „ჭელენჯიხა“, „წენდიხა“ წალენჯიხა. მე-10 მე-11 საუკუნეებში წალენჯიხა მნიშვნელოვანი დასახლებული პუქტი ყოფილა, ამას ადასტურებს იმ დროისათვის ისეთი დიდი და მნიშვნელოვანი ეკლესია როგორიცაა მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი. ამ დროიდან მოყოლებული წალენჯიხის მნიშვნელობა თანდათან იზრდებოდა ისე რომ მე-13 მე-14 საუკუნეებისათვის ის დადიანების ერთადერთ რეზიდენციად იქცა. აქ ქონდათ სასახლე, საჭურჭლე (საგანძური) და როგორც ჩანს საგვარეულოს სამარხიც. ქალაქის მნიშვნელობის ამგვარმა ზრდამ გამოიწვია მე-14 საუკუნეშივე ოდიშის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საეპისკოპოსოს გადატანა წალენჯიხაში. საეპისკოპოს ცენტრის წალენჯიხაში გადატანამ გამოიწვია ის დიდი მშენებლობანი და აგრეთვე წალენჯიხის ეკლესიის მოხატვა მე-14 საუკუნეში, ვამეყ დადიანის დროს (13841396 წ. წ.). დადიანების რეზიდენციათა შორის წალენჯიხა დიდხანს იყო ერთ-ერთი უპირველესი.

წალენჯიხის წარსულის შესახებ მასალები მოპოვებულია ინგა ლორთქიფანიძის წიგნიდან — წალენჯიხის მოხატულობა, სიმონ ჯანაშიას და შოთა მესხიას ნაშრომებიდან.

[რედაქტირება] სურათები

[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე

[რედაქტირება] რესურსები

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ჯაყელი ქ., მიქავა ა., ქსე, ტ. 11, გვ. 286-287, თბ., 1987

[რედაქტირება] სქოლიო


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე
ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე