აწყურის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აწყურის ღვთისმშობლის ეკლესია
ჯაბა ლაბაძის ფოტო

აწყურის ღვთისმშობლის ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ აწყურში. დგას შუა სოფელში. განეკუთვნება XIX საუკუნეს.

ეკლესია დარბაზულია (8 X 5 მ), ნაგებია აგურით. შესასვლელი ორი აქვს: დასავლეთით და სამხრეთით. ორივე კარი სწორკუთხაა. აღმოსავლეთით შიგნიდან ნახევარწრიული, ხოლო გარედან ხუთწახნაგა შვერილი აფსიდია, რომელშიც სიმეტრიულად განლაგებულია სამი ფართო სარკმელი (შუა ამოქოლილია). აფსიდის ჩრდილოეთ ნახევარში ერთი თაღოვანი ნიშია. დარბაზის გრძივ კედლებზე ორ-ორი წყვილი პილასტრია, რომლებსაც საბჯენი თაღები ეყრდნობა. პილასტრების მესამე (დასავლეთ) წყვილი შერწყმულია კუთხეებთან. ეკლესიის ჩრდილოეთ კედელში სამი სარკმელია, სამხრეთ კედელში - ორი. ერთი მრგვალი სარკმელი დასავლეთ კედლის ზედა ნაწილშია.

ფასადები შეთეთრებულია. შენობის ოთხივე კუთხეს და საკურთხევლის შვერილის წიბოებს, მთელ სიმაღლეზე, რუსტების იმიტაციით გამოყვანილი თითო პილასტრი ასდევს. გრძივ და დასავლეთ ფასადზე პილასტრებს შორის კიდევ ორ-ორი ასეთი პილასტრია, რომლებიც შესაბამისი ფასადის სიბრტყეს სამ თითქმის თანაბარ ნაწილად ყოფს. თითოეულ ნაწილი ზემოდან ერთმანეთზე ბოლოებით გადაბმული ნახევარწრიული თაღებითაა დასრულებული. ყველა სარკმელს ორმაგი ლილვის ჩარჩო ევლება. სამხრეთ და დასავლეთ ფასადების შუა ნაწილში ბრტყლად გადახურული შესასვლელია მოქცეული, რომელთა თავზე ნახევარწრიული თაღით დასრულებული თითო ნიშია. დასავლეთ ფასადზე, კარის გვერდებზე, წყობის შეღრმავებით საფეხუროვან პოსტამენტზე დაყრდნობილი თითო მაღალი ჯვარია გამოსახული, მათ ზემოთ კი ორმაგი ლილვით მოჩარჩოებული თითო წრიული შეღრმავებაა. ეკლესიას აგურის ორსაფეხურიანი ლავგარდანი აქვს. დასავლეთ კედელზე დაშენებულია გეგმით კვადრატული სამრეკლო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]