ოჟიო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ოჟიო

სოფელ ოჟიოს ხედი
ჯაბა ლაბაძის ფოტო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ახმეტის მუნიციპალიტეტი
თემი ოჟიო
კოორდინატები 41°58′40″ ჩ. გ. 45°22′44″ ა. გ. / 41.97778° ჩ. გ. 45.37889° ა. გ. / 41.97778; 45.37889
ცენტრის სიმაღლე 520
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 680[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,8 %
ჩეჩნები 0,9 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ოჟიო — საქართველო
ოჟიო
ოჟიო — კახეთის მხარე
ოჟიო
ოჟიო — ახმეტის მუნიციპალიტეტი
ოჟიო

ოჟიოსოფელი საქართველოში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ალავერდი, კოღოთო). მდებარეობს ალაზნის ვაკეზე. ზღვის დონიდან 520 მეტრი, ახმეტიდან 17 კილომეტრი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოჟიო ისტორიულ წყაროებში XV საუკუნიდან იხსენიება. ალექსანდრე I-ს (1412-1442 წწ.) სოფელი სვეტიცხოვლისთვის შეუწირავს. XVI საუკუნის შუა წლებიდან ანდრონიკაშვილებს ეკუთვნოდა. XVII საუკუნიდან სოფლის ყმა-მამულზე წილი დაუდევს ალავერდის წმინდა გიორგის მონასტერსაც. სოფელი ოჟიო, როგორც მნიშვნელოვანი პუნქტი, XVIII საუკუნის გერმანელ მეცნიერსა და მოგზაურს ი. ა. გიულდენშტედტსაც აქვს მოხსენიებული. XVI-XVIII საუკუნეებში, იმდროინდელი ტერიტორიული დაყოფით, ოჟიო შედიოდა თიანეთის სამოურავოში, რომელსაც ჩოლოყაშვილები განაგებდნენ. ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა და რუსული მმართველობის დამყარების შემდეგ სოფელი თიანეთის მაზრაში შევიდა.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 680 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 810 396 414
2014[1] 680 347 333

ცნობილი ადამიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ოჟიო&oldid=4394633“-დან