გურიის მხარე
| გურიის მხარე | |
| ადმინისტრაციული ცენტრი | ოზურგეთი |
| სახელმწიფო რწმუნებული | ვალერი ჩიტაიშვილი |
|---|---|
| რეგიონის კოდი | GE-GU |
| ფართობი | 2,030,1 კმ² |
| მოსახლეობის რაოდენობა | 139,800 (2010) [1] |
გურიის მხარე — მხარე საქართველოში, მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინცია გურიის ტერიტორიას. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-GU. გურიის მხარეში შედის შემდეგი თვითმმართველი ერთეულები: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი.
სექციების სია |
[რედაქტირება] გეოგრაფია
გურიის მხარე მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის პირას. გურიის მხარეს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე, რომლისგანაც გამოყოფილია მდინარე ფიჩორით. სამხრეთით ესაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, რომლისგანაც გამოჰყოფს მესხეთის ქედი. გურიის მხარეს ასევე ესაზღვრება იმერეთის მხარე (ჩრდილო-აღმოსავლეთიდან) და სამცხე-ჯავახეთის მხარე (სამხრეთ-აღმოსავლეთიდან). დასავლეთიდან გურიის მხარეს 22 კილომეტრიანი სანაპირო ზოლი აქვს.
გურიის მხარის ნაწილი ოდიშ-გურიის დაბლობზე მდებარეობს, ხოლო ნაწილი კი მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთებზე. კლიმატი ნოტიო-სუბტროპიკულია. ძირითადი მდინარეებია სუფსა და ნატანები. მათ ერთმანეთისგან ნასაკირალის სერი გამოჰყოფს. სხვა მნიშვნელოვანი მდინარეებია ბჟუჟი, ბახვისწყალი და გუბაზოული. მხარის ფართობი შეადგენს 2030,7 კვ.კმ–ს. აქედან 15 000 ჰექტარი დაკავებული აქვს კოლხეთის ეროვნულ პარკს. მხარეში ბევრი მცირე ტბაა. მათ შორის შედარებით მოზრდილებია იმნათის ტბა და ჯაპანის ტბა.
მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა მინერალური წყლები, რომლებიც მოიპოვება ნაბეღლავში, ნასაკირალში, კოხნარში, ზოტში, მაგნეტიტიანი ქვიშები ურეკსა და შეკვეთილში. მხარის ტერიტორიაზე მოიპოვება ბენტონიტური თიხები მთისპირში, კაოლინი ზემო მაკვანეთში, თიხნარი მიწა აცანაში, ზემო აკეთში და ქვემო აკეთში, ტორფი მალთაყვაში და გრიგოლეთსა და სუფსაში.
[რედაქტირება] მოსახლეობა
მოსახლეობა – 139,8 ათასს, მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ–ზე – 73 კაცს. მოსახლეობის 96% ეთნიკურად ქართველია. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ოზურგეთი. მხარეში 193 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:
- ქალაქი - 2: ლანჩხუთი, ოზურგეთი;
- დაბა – 5: ლაითური, ნარუჯა, ნასაკირალი, ურეკი, ჩოხატაური.
- სოფელი - 186.
[რედაქტირება] ისტორია
[რედაქტირება] ეტიმოლოგია
პირველად სიტყვა გურია ისტორიულ წყაროებში იხსენიება VIII საუკუნეში, მურვან ყრუს ლაშქრობის დროს. ტოპონიმის წარმოშობის შესახებ დაზუსტებული მოსაზრება არ არსებობს.
თედო სახოკიას მოსაზრებით, გურია შესაძლებელია გულს ნიშნავდეს (მეგრულად გური ნიშნავ გულს). გეოგრაფიულად გურია დასავლეთ საქართველოს შუაგულში მდებარეობს. არსებობს სხვა მოსაზრებებიც, რომლის თანახმადაც გურია არის ძველი წელთაღრიცხვის VIII საუკუნეში ურარტუს ისტორიულ წყაროებში მოხსენიებული ქვეყანა კურიანთა. მარი ბროსეს აზრით, გურია შესაძლოა მომდინარეობდეს ცეცხლთაყვანისმცემელთა ერთ-ერთი სახელწოდებისაგან „გუარე“. ვახუშტი ბატონიშვილი ამბობს, რომ ამ მხარეში "გურიანნი", ანუ ფიცხი და ბრაზიანი ხალხი ცხოვრობდა და აქედან წამოიშვა სახელი გურია. მისი განმარტება ემყარება სულხან-საბა ორბელიანის სიტყვის კონას, სადაც სიტყვა „გურიაობა“ განმარტებულია, როგორც „არევით მიდევნება“. ნიკოლოზ ბერძენიშვილის მოსაზრებით გურია შესაძლებელია წარმოდგებოდეს რომელიმე დასახლებული პუნქტიდან. ბერძენიშვილს ასეთად მიაჩნია სოფელი გურიანთა.
ტოპონიმის წარმოშობის შესახებ არსებობს ლეგენდა, თითქოს ინდოეთის მეფე შედათმა, მოინდომა ედემის გაშენება და ბრძანა მთელი ქვეყნის „გურიები“ (ლამაზები) ერთად შეეკრიბათ და მისთვის მიეყვანათ. ერთად შეკრებილი მთელი ქვეყნის „გურიები“ ინდოეთში მიემგზავრებოდნენ და დღევანდელი გურიის მიწაზე იყვნენ როცა შედათის სიკვდილის შესახებ შეიტყვეს. მათ გადაწყვიტეს, აქვე დასახლებულიყვნენ.
[რედაქტირება] ადგილობრივი თვითმმართველობა
| რუკა | მუნიციპალიტეტები |
|---|---|
| ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი | |
| ოზურგეთის მუნიციპალიტეტი | |
| ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
მხარეში ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება 3 მუნიციპალიტეტში: ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის. მხარეში სახელმწიფო ზედამხედველობას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი. ამ თანამდებობაზე დღემდე მუშაობდნენ:
- 1995–1997 - მიხეილ ჭკუასელი;
- 1997–1998 - ოლეგ ნიკოლეიშვილი;
- 1998–2003 - კარლო გუჯაბიძე
- 2003–2004 - ვახტანგ გოლიაძე;
- 2004–2005 - ბეჟან კალანდაძე;
- 2005–2006 - ალეკო ცინცაძე;
- 2006–2008 - მიხეილ სვიმონიშვილი
- 2008–2009 - რამაზ ნიკოლაიშვილი
- 2009–დღემდე - ვალერი ჩიტაიშვილი
[რედაქტირება] ეკონომიკა
გურია სასოფლო–სამეურნეო მხარეა, სადაც ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მოყვანა. რეგიონის წარმოება ოზურგეთის ირგვლივაა თავმოყრილი, რასაც ხელს უწყობს სუფსაში ნავთობის ტერმინალის არსებობა.
[რედაქტირება] ღირსშესანიშნაობები
მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია:
- შემოქმედის სამონასტრო კომპლექსი
- ლიხაურის ეკლესია
- ჯუმათის მთავარანგელოზის ეკლესია
- ჯიხეთის მონასტერი
- უდაბნოს მონასტერი (გურია)
- ასკანის ციხე
- აჭის ეკლესია
- ერკეთის ეკლესია
- ვაშნარის ნაქალაქარი
- ბუკისციხე
[რედაქტირება] მუზეუმები
- ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი; ქ. ოზურგეთი
- ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი; ქ. ლანჩხუთი
- ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი; დ. ჩოხატაური
- ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმი; სოფ. არჩეული
- ნოდარ დუმბაძის მუზეუმი; სოფ. ზენობანი
- ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის მუზეუმ-ნაკრძალი; სოფ. ლიხაური
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: გურიის მხარე- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო
- ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
- ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდი
- ტური გურიაში
[რედაქტირება] სქოლიო
|
|||||||||||||||||
|
||||||||
| გურიის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები გურიის შესახებ. |