წყალტუბო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
წყალტუბო
GEO-IM-TSK.svg
დროშა გერბი
დროშა გერბი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°20′ ჩ. გ. 42°36′ ა. გ. / 42.333° ჩ. გ. 42.600° ა. გ. / 42.333; 42.600
ადრეული სახელები წყალტბორი
ქალაქი 1953  წლიდან
მოსახლეობა 16.800 [1] კაცი (2002)
სატელეფონო კოდი +995 436[2]
საფოსტო ინდექსი 5400[3]

GEO-IM-TSK.svg

Red pog.svg

წყალტუბო მდებარეობა იმერეთის მხარე

Red pog.png

წყალტუბო — ქალაქი საქართველოში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე წყალტუბოსწყლის ნაპირზე, ზღვის დონიდან 120 მ სიმაღლეზე. ქალაქად გამოცხადდა 1953 წელს. მოსახლეობა 16,8 ათასი (2002 წ.). ცნობილია, როგორც ბალნეოლოგიური კურორტი. წყალტუბო ქუთაისიდან დაშორებულია 7, ხოლო თბილისიდან 250 კმ-ით.[4]

ისტორია[რედაქტირება]

წყალტუბო ცნობილი იყო ჯერ კიდევ VII-IX საუკუნეებში, XII-XIII საუკუნეებში წყალტუბო, როგორც სამკურნალო პუნქტი, უკვე სარგებლობდა ფართო პოპულარობით. პირველი ცნობები წყალტუბოს სამკურნალო წყლების შესახებ ქვეყნდება 1782 წელს „ბერლინის საბუნებისმეტყველო საზოგადოების შრომების" გამოცემებში. 1787 წელს რუსმა აკადემიკოსმა პ.ს. პალასიმ დაამუშავა და გერმანულ ენაზე გამოსცა ი. გიულდენშტეინის სამოგზაურო ჩანაწერების ხელნაწერები წყალტუბოს შესახებ.

1809 წელს გერმანულიდან რუსულად ითარგმნა ი. გიულდენშტეინის „სამოგზაურო ჟურნალი", რის შედეგადაც რუსულ ლიტერატურაში გაჩნდა ცნობები წყალტუბოს მინერალური წყლის შესახებ. 1815 წელს ცნობილი ბუნებისმეტყველი იულიუს ფონკლაპორტი ბერლინში გერმანულ ენაზე გამოცემულ ნაშრომში იძლევა წყალტუბოსა და მისი მინერალური წყლების დახასიათებას. 1897 წელს პროფესორ ალბერტ ეილენბურგის საენციკლოპედიო გამოცემაში მოყვანილია ზოგიერთი მონაცემი წყალტუბოს მინერალური წყაროების სასიკეთო თვისებების შესახებ. 1898 წელს გ.სტრუვემ ქიმიური ანალიზის საფუძველზე წყალტუბოს წყაროები მიაკუთვნა ინდიფერენტულ წყაროებს.

1920 წელს წყალტუბოს ტერიტორია გახდა სახელმწიფო საკუთრება და შეიძინა ბალნეოლოგიური კურორის ფუნქცია. კურორტის გაშენება 1926 წელს დაიწყო. 1931-32 წლებში ფართოდ გაიშალა კომპლექსური სამეცნიერო-კვლევითი და ჰიდროგეოლოგიური სამუშაოები, დაიწყო კურორტის ხელახალი განვითარება.

განაშენიანების პირველი პროექტი 1936 წელს შედგა არქიტექტორ ნ. სევეროვის მიერ.1939 წელს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორია გამოეყო ქუთაისს და ჩამოყალიბდა ცალკე რაიონად, რის გამოც წყალტუბომ შეიძინა ადმინისტრაციული ცენტრის სტატუსი. 1950-51 წლებში შემუშავდა ახალი გენერალური გეგმა (არქიტექტორები: ი. ზაალიშვილი, ვ. კედია), რომელსაც საფუძვლად წრიული სქემა დაედო. წყალტუბო დაიყო ბალნეოლოგიურ, სანატორიულ და საცხოვრებელ ზონებად

სხვადასხვა დროს გაშენდა 19 სანატორიუმი და პანსიონატი, 9 სააბაზანო, საკურორტო პარკი, კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ფილიალი. ნაგებობათა შორის აღსანიშნავია სანატორიუმები: „მეგობრობა“ (1937-40 წწ. არქ. ლენტოვსკი), „თბილისი“ (1951 წ., არქ. ვ. ოლტარჟევსკი, ბ. სობოლევსკი), „იმერეთი“ (1961 წ. არქ. ვ. ალექსი-მესხიშვილი, ლ. ჯანელიძე).

კურორტი[რედაქტირება]

წყალტუბო მრავალმხრივი კურორტია და განსაკუთრებით განთქმულია თერმულ-რადონული მინერალური წყლის აბაზანებით. წყალი რბილი, კამკამა და უსუნოა, მისი ტემპერატურაა 33-35°

წყალტუბოს მინერალურ წყალი კურნავს შემდეგ დაავადებებს: კიდურების, პერიფერიული ნერვული სისტემის, გულისა და სისხლძარღვების, კანის, ნივთიერებათა ცვლის მოშლილობის, ენდოკრინული სისტემის, გინეკოლოგიური დაავადებები. წყალტუბოში ასევე მკურნალობენ რევმატიზმით, პოლიომიელიტით და ცერემბრალური დამბლებით დაავადებულები. ასევე ბუნებრივი სამკურნალო საშუალებაა კარსტული მღვიმეები, მღვიმეების მიკროკლიმატი გამოიყენება ბრონქიალური ასთმის, სტენოკარდიის, ჰიპერტონული დაავადებების, ნევროზის და ქრონიკული პნევმონიის სამკურნალოდ. წყალტუბოში მკურნალობის ვადა 20-24 დღეა.

კურორტში ფუნქციონირებს სანატორიუმი "ოაზისი", პანსიონატი "წყალტუბო" და სასტუმრო "საქართველო". ქალაქში აგრეთვე ფუნქციონირებს სამი სააბაზანო, პოლიკლინიკა და ალერგოლოგიის, ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი.

კურორტ წყალტუბოს ტერიტორიაზე გაშენებულია 150-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის მრავალწლიანი ფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-ნარგავები. კურორტის ტერიტორიაზე შექმნილია ხელოვნური „ცივი ტბა", რომელიც შეიქმნა 1930-იან წლებში მცირე მდინარე წყალტუბოს კალაპოტის ჩაკეტვის შედეგად.

ცნობილი ადამიანები[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ოთარ შავიანიძე, კურორტი წყალტუბო, , თბილისი, "საბჭოთა საქართველო", 1973
  • წითლანაძე გ., წყალტუბო - სამეცნიერო-პოპულარული ნარკვევი, თბილისი, "საქმედგამი", მთავარპოლიგრაფგამომც. მე-4 სტამბა. 1958
  • იოსებ საღინაძე, წყალტუბოს ვულკანური ყელის პეტროგრაფია, ქუთაისი, 1941
  • გიორგი ერისთავი, წყალტუბოს მინერალური წყლის გამოყენების ბალნეოტექნიკა, თბილისი, 1987
  • საქართველოს უმაღლესი სასწავლებლის ფიზიოლოგთა VII რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენციის მასალები (30/IX-4/X-1989 წ. წყალტუბო), წყალტუბო - თბილისი, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1989.
  • "კურორტული და სხვა არამედიკამენტური ფაქტორების კომპლექსური გამოყენების აქტუალური საკითხები“ საერთაშორისო სიმპოზიუმის სამეცნიერო შრომათა კრებული, წყალტუბო, 2005, სარედ. კოლ.: ნ. სააკაშვილი და სხვ., თბილისი,საქართველოს ხარისხის მართვის უნივერსიტეტი, 2005.

სქოლიო[რედაქტირება]