ანტონ მარტყოფელი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანტონ მარტომყოფელი, ანტონ მარტომყოფელი, ანტონ მესვეტე, ღვთაების მამათა მონასტრის დამაარსებელი, ერთი ასურელი მამათაგანი. ხსენების დღეა 19 იანვარი (ახ. სტ. 1 თებერვალი).

საქართველოში მოვიდა ქ. ედესიდან VI საუკუნის შუა წლებში. განმარტოებით ცხოვრების გამო უწოდეს „მარტოდმყოფელი“. ფიქრობდნენ, რომ მისი სახელისაგან წარმოდგა სოფ. მარტყოფის სახელწოდება. ანტონ მარტომყოფელმა საქართველოში სამისიონერო მოგზაურობის დროს მრავალი წარმართი გააქრისტიანა. მას ძველთაგანვე მიაწერდნენ ქ. ედესიდან ხელთუქმნელი საუფლო ხატის ჩამოტანას და ამას განსაკუთრებულ ეროვნულ დამსახურებად უთვლიდნენ. ეს ლეგენდა ფართოდ გამოიყენა კათოლიკოსმა არსენ ბულმაისიმისძემ თავის პატრიოტულ ჰიმნოგრაფიაში. ცნობები ანტონ მარტომყოფელის შესახებ ჩართულია სხვა ასურელ მამათა ცხოვრებაში. ცალკე თხზულება მის შესახებ (გადაკეთებული XII-XIII სს.) ჩართულია „ქართლის ცხოვრების“ ანასეულ ნუსხაში (XV ს.).

[რედაქტირება] წყარო

  • ასურელ მოღვაწეთა ცხოვრების წიგნთა ძველი რედაქციები, ილ. აბულაძის გამოც., თბ., 1955;
  • ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგნ., 4, თბ., 1968

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ., 1, თბ., 1951
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე